მი გულის მეფავ


მზე სიყვარულის
და ტურფა ქალი,
ქართული სულის
ხარ ამორძალი...

ნაზ გრძნობით შეშლილს 
შენი ტრფიალი,
მწვავს მა თვალთ ეშხი
ვით ცეცხლის ალი...

თეთრი ანგელი
სათუთ ფრთაება,
ფიფქთა მთოველი
ხარ ცის ღვთაება...

სხივთ ამბორებით
ვდნები და გიმღერ,
მე სულით ვთვრები
ოდეს შენ გიმზერ...

მი გულის მეფა -
ნაზად მიყვარხარ,
მი თეთრი მუზა -
საოცრება ხარ....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი