მენატრები


ახლა გაკოცებდი
ისე მონატრებით,
ისე მენატრები,
ისე გაგიჟებით...
ვაზის ჭიგოსავით
შემოგეხვეოდი,
მკერდში ჩაგიკრავდი
და სულს შეგიგრძნობდი...
გულიდან გულში
შემოგენთებოდი,
ჩემიდან შენში
ჩავიღვენთებოდი...
ცეცხლად აგანთებდი,
ისე მონატრებით,
ისე გაგიჟებით,
ახლა გაკოცებდი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი