ლოცვა ღვთისმშობლისადმი


შეისმინეთ მონისა თქვენისა ვედრებაი ღვთისმშობელო...
როს ცრემლის ციმციმა წვეთი დასცურდა თქვენს ხატებას, ქვეყნიერების დაუნდობლობისა და უღმერთობისაგან, შევძრწწუნდი...
მოგვიტევენ ღვთისმშობელო მარიამ. მუდარით გთხოვთ, მოიღეთ მოწყალებაი. მოგვმადლეთ მიუწვდომელ სიმდაბლეი თქვენი.
უფროის მზისთვალისა განათებულო, წმიდაო ქალწულო,
თუალნი სულისანი განგვინათლენ, რაითა ვიხილოთ ბრწყინვალებაი.
შეგვავედრენ ქართველნი ესე თქვენს ძეს, მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს.
რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენნი. რაითა მოგვანიჭოს წმიდაი გო-ნებაი, გზაი ჭეშმარიტებისაი. რაითა მოგვმადლოს ჯვარისა ვაზისა მფარველობაი. რაითა გაისმოდეს არსებასა ჩვენსა შინა სამარადისოდ გალობაი, კურთხევაი და დიდებაი,
მამისა და ძისა და სულიწმიდისაი, აწ და მარადის და უკუნითი მიუკუნისადმდე, ამინ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი