ლოცვა საქართველოსთვის


მამაო ჩვენო, ღმერთო დაუსაბამოო,
ღაღადვყოფთ შენდამო, მონანი შენნი,
რაითა თავისუფალ ვიყვნეთ ბოროტისაგან შენს მიერ,
რაითა თავისუფალ ვიყვნეთ სრულ სიყვარულსა შინა,
რაითა მოწყალენ და მიმტევებელ შევიქმნეთ სულთა მომართ მოყვასთა შენთასა,
რაითა ღირს ვიქმნეთ დამკვიდრებად სამოთხესა შინა, გულსა შენისასა.

რაითა აღვასრულებთ ამას ყოველსა შენს მომართ, ნებისაებრ შენისა,
კვლავცა ღაღადვყოფთ შენდამო,
მოგვეც ჩვენ ამა სოფელსა შინა,
სახელმწიფოი მტკიცე და სრულ,
უძლეველ და ურღვეველ მტერთა მისთაგან.

რაითა მოვიღოთ ნაყოფნი იგი სასურველ სამებისა მომართ მრავაილჟამიერ.
რამეთუ სამებისა არსს მეუფებაი მარადის.
რამეთუ მარადიულ არსს, სამართალ-სამართლიანობაი შენი...
დიდებაი შენდა აწ და მარადის...
ამენ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი