თოვა


ვხატავ თოვას და დავფრინავ ცაში,
სადაც დაფრინავს ნაზი ფიფქია,
იისფერ ფიფქებს ფანტავს ის ქარში,
ის ოცნება და ნაზი ფიქრია...

ცისფერი სისხლი ძარღვებში დამდის -
ის აღარასდროს გაიყინება,
ფერისცვალების - მზე ზღვაზე ჩადის -
უკანასკნელ სხივთ ისვრის ბრწყინებას...

ცამ შეიძლება შეწყვიტოს ხატვა,
როს ცისფერ ცრემლად მზე თვალს მოწყდება,
მაგრამ ფიფქები არ შეწყვეტს თოვას,
თოვა აროდეს აღარ შეწყდება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი