სოფია


უზენაესის მძლე გულის სუნთქვამ
სიტყვისაგან შვა იდუმალება,
აანთო ქრისტემ ნათებად სულთა
ცეცხლოვანება მზიურ თვალება...

თოვდა ნათელი თეთრი და წმინდა,
ფიფქავდა ნაზად ლამაზ ფრთაება,
ეს მილიონი იყო წლის წინათ, 
ცაზე ბრწყინავდა თეთრი ღვთაება...

მას მერე ყვავის ნაზად ბუნება, 
მიელტვის არსი ასულიწმიდებას,
დაიარება თეთრი ოცნება -
ეტრფიალება სრულყოფილებას...

ამზეებული და სხივმთოვარე
დაჰქრის ყოველგან ღვთიური გრძნობა,
უყვარს თეთრ ვარდსა სულით ელვარე
თეთრი ბულბულის გალობით თრობა...

რწმენა - იმედი და სიყვარული -
სიბრძნის ქალღმერთმა სოფიამ შობა,
ყვავის სამება ვით გაზაფხული,
დგას დედუფალად მარადისობა...

30-09-2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი