ნაზი პაემანი
ცეკვა და თამაში ვერცხლის ამურების - ოდეს ცად ენთება თეთრი მთვარე ბადრი: ულამაზესია ჯადოსნურ ფერებით - მოღრუბლულსა ცაზე გახსნა სხივთ ლაჟვარდის... - იისფერ ფიფქების ფაქიზად მთოვი - ნაზი პოეტესა მგონი შემიყვარდი, შემოსილი წითელ ფურცლებითა მოვის - გულში ჩამივარდი გაფურჩქვნილი ვარდი... - ეს სულის გრძნობაა ამ ტრფობის ალიბი, რომელიც სპეტაკი ამბორის ფერია; წაწალს დაგიკოცნო ტუჩები ალუბლის - მა ნატიფ თითების ალერსი მწყურია... - ო ეს ოცნებაა ჩუმი და ლამაზი - შორით წვა-დაგვაა ანგელთ არჩევანი: ოდესღაც - ზეციურ ოქროსფერ დარბაზში - მოგველის უცხო და ნაზი პაემანი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი