თუ სიყვარულია
ვიცი ძვირფასო რომ არ გიყვარვარ, ვიცი რომ მალე დამივიწყებ, სამაგიეროდ მი გულს უყვარხარ და არასოდეს დაგივიწყებს... - მოვა დრო, ზეცად ხომ გაცხადდება, უსიყვარულობით თუ ვითარ მტანჯე, მე შენი გული სულ მეყვარება, გული რომელმაც დღეს მაცვა ჯვარზე... - რა უცებ იჯერებ რომ გულს არ უყვარხარ და რომ მიყვარხარ რა რთულად -ეჭვიანო, მე სიყვარულის ცა და მზე მიხარიხარ, როცა არ მინათებ უბრალოდ ვსევდიანობ... - თვის შემოქმედებას რომ გულით ეტრფოდეს - მრავალი უყვარდეს ღვთიური უფლებით, ნუთუ ღმერთს უფლება არა აქვს უყვარდეს - ციერი მუზები - ლამაზი გულების... მარტო შენ მიყვარხარ? ო არა ძვირფასო, მე სუყველა მიყვარს ვის ნაზი გული აქ... ო და ვის მი გრძნობა მივეცი უფასოდ - მწამს არ განმიკითხავს თუ სიყვარულია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი