შენი სიყვარული მსურს ამოვისუნთქო


შენს თვალებს გრძნობათა ელვარე ლოცვებად,
რომ მარადისობის სანთლები ავუნთო,
გულთან რომ მოვიდე იისფერ ოცნებად -
შენი სიყვარული მსურს ამოვისუნთქო...

ბაგეთ რომ ციური ცეცხლი წაეკიდოს
და შენი ფაქიზი გული რომ შევიცნო,
მსურს ცხელი ეს სუნთქვა სულზე მოგეკიდოს
და მის უკვდავების ფერები შეიცნო...

-

თრთოლვით და ალერსით მწველი ჩურჩულების -
შენს სათუთ გულში რომ გრძნობა აგალობდეს,
ღვთიურ ამბორებით - გადამწვარ ტუჩებით -
მიყვარხარ ძვირფასო - სიყვარულს ვაბოდებ...

-

უნაზეს ხედვების ციმციმა ალების -
როს ვუმზერ იისფრად გიზგიზა მა კოცონს,
როს სული მენთება - წვა იდუმალებით -
სპეტაკი თვალები მსურს ამოგიკოცნო...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი