ოცნების დამა


ზეცა თოვს სინაზით იისფერ ამბორებს,
დედამიწა კი მიჯნურებს ტკივილით წვრთნის!!
გრძნობების მაესტროს ცრემლები აცოცხლებს:
აცოცხლებს გულს, სულს აცოცხლებს, სიყვარულს ხსნის!!
-
როცა თვალებში სამყარო ტირის:
სულიდან ისმის ღმერთის ღაღადი!!
გიყვარს და იწვი, გულიც გაჰკივის:
მწყურის ზეცა და სატრფო მარადი!!

სიცოცხლე არის ელვარე დრამა:
გულსა აწამებს გრძნობათა ლავა!!
მკვლელი სურვილი, ოცნების დამა:
სული მებრძოლი მწვერვალზე ავა!!

სადაც მოელის ციერი დონა,
სად სიყვარულის მეუფებს ჰავა,
სადაც დედოფლობს თეთრი მადონა,
მებრძოლი სული იქითკენ წავა!!

პეპლის ფრთაებით ფრინავს სუფევა,
უკვდავების ჩქეფს ძარღვებში ლავა,
სასუფეველში მართალი შევა,
სული მებრძოლი მწვერვალზე ავა!!

იქ ჰარმონია სიმშვიდის ჰყვავა,
გულსა პატრონობს ოცნების დამა!!
სანამ მებრძოლი მწვერვალზე ავა,
სევდა, სიცოცხლე ესაა დრამა!!

11-04-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი