შენდამი სიყვარული


ზეციერი ნოსტალგია ნაზ შემოდგომოს ბრალია,
ამანთო კვლავ ლოცვად რამაც - შენდამი სიყვარულია...
პეპლებით, ნაზი იებით, იისფერ გრძნობით მთვრალია,
ეცეკვება ქარი ფოთლებს, თოვს, გულში გაზაფხულია...

-

უცისფრეს ცაზე ნიავი უთეთრეს ღრუბლებს ათრთოლებს -
აქათქათებულთ ოქროსფრად მზის სხივნი ეფინებიან,
ამური ვიოლინოზე ოქროსფერ ნოტებს აბოდებს,
მწველი ჰანგები სივრცეში მუსიკად იფანტებიან...

-

ღრუბლებზე ნაზ ბიჯებით დი -  ანგელი ქერა ქალწული,
ჩამოგიშლია გულმკერდზე მზე მუზას ოქროს დალალი,
თვალებში გიკრთის სინაზე, სასწაულთმთოვი, მალული, 
გულიდან გრძნობათ მფრქვეველი, აფარფატებ ფრთებს ფრთამალი... 

-

მა თვალების სიღრმეებში ნაზ გრძნობებით ჩავიძირო,
ფრთები ვშალო და ზეცაში შენთან ერთად რომ ვიფრინო,
დამეხვიოს რეტი თავზე და წამთ ქროლვა დავიჭირო,
მსურს შენს ჯადო სილამაზის ტრფიალებით გავირინდო...

გრძნობით, გზნებით, ლტოლვით სულის, ბაგე ბაგეს რომ შეაკვდეს,
რომ აგვანთოს ამბორების ცეცხლოვანმა სილამაზემ,
მიუწვდომელს რომ შევერწყათ და რომ გული გულს შეადნეს -
ღვთაებრივი სიყვარულის გადაგვლეკოს მსურს სინაზემ...

მა ბაგიდან მოციმციმე ვსვა შუქთ ათინათთა ღვინო -
ექსტაზური ნეტარების სიფაქიზით ვთოვოთ თრობა,
მსურს გულმკერდში ჩაგიკრა და უსასრულოდ მოვუსმინო -
შენი გულის ძგერასა და შენი სულის სათუთ თრთოლვას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი