მარგარიტას


მწყურს ყელთ შეგაბათ უნაზესს მძივი თეთრ მარგალიტების,
მადმუაზელ მარგარიტა - გულიდან გრძნობით გიცინით,
წყობილი წითელ ლალებით და ლურჯი ბრილიანტებით -
მსურს თავს დაგადგათ მზე მეფას მოოქროვილი გვირგვინი...

მი ზმანებებში შემოჭრა ელეგანტური გრაციით -
ცეცხლოვან სულსა შეგშვენით ჰაეროვანი ნავარდი,
დახვეწილსა და გალანტურ ხატებას ნაზ გაზაფხულის -
მინდა მოგიძღვნათ რითმებად ეს სისხლისფერი ცის ვარდი...

ულურჯეს სასუფეველის თეთრ-მოიისფრო ღრუბლიდან -
შროშანთ და ზამბახთ გვაყრიან ანგელოზების პუბლიკა,
თოვეთ სინაზის ნოტები უფაქიზესი სულიდან -
მომასმენინეთ მა გულის ეგზოტიკური მუსიკა...

საოცრებაა ნამდვილად, ამ სასტიკ ქვეყნად ყვავიხართ,
თქვენი ლექსები სითბოა და სიყვარულის მისტიკა,
ცის უულურჯეს ლაჟვარდად სულის გულზედა მაჩნიხართ,
მწყურის ზეციერს შეერწყათ და მუდამ თოვოთ კლასიკა...

-

სულმოიისფრო დედოფალს, მი სულის მუზა ღვთაებას,
მტრედისფერში მკულ მარიას, პრინცესულ გულის ნაზ ამურს,
უძვირფასესსა ქალბატონს, პეპელას სათუთ ფრთაებას!..
- თქვენს პიკანტურ და ნაზ ტუჩებს ვუგზავნი წმიდა ამ ამბორს...

მთოვარის ალერსიანი სასახლე გვაიდუმალებს,
მა სევდიან თვალებს ვეტრფ და მათში ნაზამთრალ სინაზეთს,
თუ თქვენ ეს ასე გწადიათ შევინარჩუნებთ დუმილებს -
ოდეს მი გულის ფიქრებით ხმაამოუღებლად გინატრებთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი