შენახარ სიყვარულის ღვთაებრივი ღიმილი
სულში თოვა ფიფქების და გულის ხარ არია, შენი თბილი თვალები გრძნობების ტაძარია, არსებაში რომ დაჰქრის სიხარულის ქარია, ეს ნაზი სიყვარული სათუთი ზღაპარია... გულს ცეცხლის სილამაზის გზნების ცხენები ქრიან - იგი ისრით ვინც დაჭრა ანგელი ამურია, სულში ცხელი სუნთქვები ჟრუანტელებად რბიან - მზეო ეს სიზმარია, თუ შენი ამბორია? - ეს ღვთისმშობლის ნერგილი იისფერი ვარდია, ცეცხლად რომ მეკიდება შენი სიყვარულია, მა ნატიფი თითების ალერსები მწადია, მა ცეცხლოვან ტუჩების "კოცნა ისე მწყურია"... მტკივა სუყველა წამის უშენო გულის ფეთქვა - რასაც ტუჩები გრძნობენ - თვალები განიცდიან, "უკვე ისე ბევრი ხარ", მწვავს ყველა ამოსუნთქვა, შენდამი სიყვარულებს მი ფიქრნი გაჰკივიან... - სიცოცხლის გარდასახვა ციურ ჰარმონიაში, გულს მეხუთე სეზონის ედემური სიცილი, სუყველაზე ლამაზი ფერი ცისარტყელაში, შენახარ სიყვარულის ღვთაებრივი ღიმილი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი