dominus
ცეცხლისა მფრქვეველი მისი თვალები ელვარე მზეთ ჰგავს, სისხლში ვლებული სამოსი აცვია მას ძოწისფერი, სასუფეველის სუფევის თოვს უზენაესურსა ჰანგს და მის სულს გარს შემორტყმია ცივნი ალნი ცეცხლისფერი... სისხლში წმენდილ მოოქროვილ ატარებს თეთრსა მოსასხამს, თავზე ადგას მზის გვირგვინი ზედ უამრავი ჯიღებით, ღვთის მძვინვარების თასიდან იგ ციურ რისხვის ღვინოს სვამს და მის პირიდან გამოდის ბასრი მახვილი ელვების... ციური ლაშქარი მოსდევს მას თეთრ ცხენებზე შესხმულნი, ჯადოსნურ ნათლით ბრწყინავენ უუთეთრესი ფრთოსნები, თოვლზე უფრო ქათქათა და წმიდა ბისონით მოსილნი - კაშკაშებენ თეთრ ვერცხლისფრად საშიში ანგელოსები... - იდუმალ გონით მეუფებს სამყაროს საიდუმლებებს, მეფის მარჯვენას ბეჭედად აზის - სახელი - "dominus", გულზედ წერილი "ღვთის სიტყვა" ღვთაებრივს აძლევს უფლებებს, მარცხენით ოქროს სადავე უპყრია მგე გიორგიუსს... წარმმართველია ყოველში ღვთაებრიული ამინდის, უუკვდავეს ნათელის ადგს შარავანდედი რკალური, მარადი მიჯნურთმიჯნური ესთეტი თეთრი რაინდი - მხედარი თეთრ ცხენზე მჯდომი მოაგელვს ულაყს ალურით... --- სულიერი ცეცხლის მიმართ მარადისობით მსვლელობა, ღმერთთან ცოცხალ კავშირად იგ ლოცვის სინდისიანობა, გულის წინაშე სიმართლით - ბიჯებთა უცოდველობა, სიყვარულით მოქმედება არს მეფობა წმიდანობა... მე ვენახი ვარ ქართული, თქვენ ჩემზედ მყვავი ყლორტები, ვერაფერს შეიქმნთ უჩემოდ - ქრისტე უფალის სიტყვა მბობს, ღვთივ სათნო სიკეთეების - ლურჯ მტევანთ მარგალიტების - ვინც რჩება მი სიყვარულში - იგ მოისხამს უტკბეს ნაყოფს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი