ნათებავ


მზეთამზე ცეცხლისფრად ანათებ,
ბრწყინვალებს ყვითელი სინათლე,
უნათლეს შუქებით ამანთე,
ნათებავ მო გულში ინათე...

ცეცხლოვან თითებით შემეხე,
ყინული მი სული - გაათბე,
მო მეფავ თვალებში ჩამხედე,
ამ ღამეს შენ ერთად გავათევ...

ოქროსფრად ელვარე კაშკაშით
თვალებში სიცოცხლეს ანათებ,
ათინათთ ფერების კამკამით -
შენდამი სიყვარულს ვანათებ...

სხივების ოქროსფერ შადრევანს - 
სიმშვიდის თეთრ სანთლებს ავუნთებ,
ცეცხლის ალთ ლიცლიცში არსება -
ამ ღამეს მინდა რომ შთაინთქეს...

მსუბუქი ფრთებით ფრენ ცხონება,
შენს სათუთ ალერსებს მოველი,
მეტყველ ქმენ ჩემდამო ღვთაებავ -
ბაგენი ალების მთოველი...

ყვითელის მცხუნვარე ნათებავ -
მსურს ცეცხლით ეს გული გადაწვა,
ცეცხლოვან ტუჩების შეხებამ -
ნაზ გრძნობით მსურს ჯვარზე გამაკრას...

ლოცვაში გადადნეს ფერება,
აენთოს ვერცხლისფრად ჭაღარა,
გადათვრეს ამბორით ვედრება,
მსურს ვჰკვეთო მეცხრე ცის კამარა...

მი სულის ცეცხლოვან სინაზეთს -
მსურს გსდიო ზმანებას კვალდაკვალ,
ყვითელი ნათელით ბრწყინვალევ -
დამდაგე სხივებით ამაღამ...

ღვთისმშობლის სინაზით ანთიხარ,
სამების გრძნობათა ბრწყინვა ხარ,
შენ ნათლის წინაშე ვიწვივარ,
წმიდაო ბარბარე მიყვარხარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი