ქეთევან ანათებ


როს ქრისტემ მოგართვა უყვითლესი ვარდი -
დაგანათლა მეფას რომ ნათელს აანთებ,
მეწამულ სხივების გადგას შარავანდი -
თოვ თეთრ ათინათებს - ქეთევან ანათებ...

-

მზეო ამზიანდი და ტრფობა აანთე -
უფლის ერთგულების სული დაგვანათლე,
წმიდანთ მიაწოდე ოქროსი სასანთლე,
ქეთევან აანთე ღვთისმშობლის სინათლე...

ქეთევან ანათებ და მწვავ ბრწყინვალებით -
დედოფალს შეგშვენის მზიური ნათელი,
ფრთაები შალე და მოგვანათ თვალებით -
აანთე წმიდაო სიწმიდით ქართველი...

ღვთიური ფერებით - რწმენის უკვდავებით -
აანთე გულები ციერ სიხარულით,
უცხო თავგანწირვით - მარადი დიდებით -
ქეთევან ანათებ და მწვავ სიყვარულით...

ქეთევან ანათებ - თოვ თეთრ ათინათებს,
ღვთაებრივად ნაზი მი გულს ცეცხლად ანთებ,
ჩემო დედოფალო შენ სულს აფრთიანებ -
გინთებ ტრფიალებით მწველი გრძნობის სანთლებს...

რასაც ფრთებით ეხებ ავსებ ბრწყინვალებით -
გულში ღვრი სათუთად ცეცხლოვან სინაზეს,
ქეთევან ანათებ მწველ იდუმალებით
და აფრქვევ ირგვლივეთს ცეცხლის სილამაზეს...

ოქროსფრად ბრწყინვალე კაშკაშა სხივების -
ცვივა სისპეტაკე - მზიურ ხატ შენს სახეს,
ჩემო დედოფალო შენ ტრფობით ვიწვები,
დიდება ქეთევან უკვდავსა შენს სახელს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი