მოგონება


იის ნაზი
გულის ძგერა
და ცრემლები
მახსოვს,
ოქროსფერი
მოგონება
სისათუთით
მათოვს...

პირველ გრძნობის
ამბორება
სულში ისევ
ნათობს,
იისფერი
ბაგეები
სიყვარულით
მათრობს...

არ გამქრალა,
ცოცხალია,
ნაზ ფერებით
ხარობს,
ის ბავშვური
ოცნებები
გულს ამ წამსაც
ათბობს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი