უკვდავია სიყვარული


სულში ყვავის ლურჯი ია,
ცის შროშანი სულში ყვავის,
ღმერთო აღარ შემიძლია,
სამოთხეში მარტო ვყვავი...

ლურჯ ზამბახის მწვავს ალები,
თეთრი ვარდის მკლავს სინაზე,
ცაარეკლილ მის თვალების
კვლავ მატყვევებს სილამაზე...

ღმერთო აღარ შემიძლია,
ციერ გრძნობას ეტრფის გული,
ვკვდები, მაგრამ ნათელია -
უკვდავია სიყვარული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი