ზეცაარეკლილ თვალებში


შობოს ნაზი გრძნობა ჩვენში, მზე ღვთისმშობელს მსურს შევთხოვო,
ცისფერ ცრემლის ნოსტალგიურ სევდას მინდა ვეამბორო,
სიყვარული რომ შევიცნო და მთრთოლვარე გზნებით ვთოვო -
მათრობელა ზეცის მზერას თვალები მსურს გავუსწორო...

კოსმიური სიმშვიდე მსურს არსებაში ავირეკლო
და ვემსგავსო გულის თვალთა გრძნობის სულის წამკითხველებს,
ავგალობდე მზიურ ტრფობით და ზარები ჩამოვრეკო,
ნეტარებით თრობა ვიცნო, მსურს ვერწყმოდე მნათ ანგელებს...

-

მსურს პირველქმნილ სილამაზის უუნაზესი ფერების -
საუცხოო ბრწყინვალების - ალერსი კრძალვით გავბედო,
რომ მოვიხილო შვენება მა ფაქიზ გულის ედემის -
ნაზ სულის ზეცაარეკლილ თვალებში მსურს რომ ჩაგხედო...

მსურს აგიხსნა ფრთათა განცდა სულის მოცისფრო ლექსებით
და ცისარტყელა ავხატო ჯადოსნურ გრძნობის ფერებით,
ამოვლამბო ოქროს ძაფით შიგ სიყვარულის ქსელები,
მსურს ღვთიურად მოთაფლისფრო ამოგიკოცნო თვალები...

მოიისფრო მოფერებით - მოწითლო და მოტკბო ფერის -
ბაგე მოვარდისფრო ტუჩებს - სიყვარულით მსურს შეადნეს,
სამოთხიდან ხმა მოგვესმას რომელ სიფაქიზით მღერის,
მაგიური გრძნობა მინდა ღვთიურ გულებს რომ შეაწყდეს...

-

ეხლა მინდა ზეცად ვიყოთ, მინდა შერწყმა სულის სულთან,
ორი არსი რომ შეერთდეს, ერთარსობა შენთან მინდა,
განიცადოს გულმა გული და სიცოცხლის ერთი სუნთქვა,
ერთმანეთში გრძნობით ჩაჯდეს, მინდა შერწყმა სულთა წმინდა...

-

მინდა თოვდეს თეთრი სითბო და მზიური ჩახუტება,
წვავდეს გულმკერდს მწვანე გრძნობის მეწამული ელვარება,
სიყვითლეში გარდაგვსახოს თითების ნაზ ამურებმა,
მინდა სიყვარულის ღმერთის ვიგრძნოთ გულთან ამბორება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი