ოთხი დედოფალი


ცეცხლოვნად მყვავი წამნი იწვიან,
ვარსკვლავი უკრავ ცად პიანინოს,
ოქროს ჰანგები სულში დაჰქრიან,
მე შენ მიყვარხარ წმიდაო ნინო...

აკვნესებ მწველად სიმთ ვიოლინოს,
ყვავილობს ირგვლივ სინაზის გამა,
მსურს რომ გულიდან მუდამ ვიგრგვინო -
მე შენ მიყვარხარ მზეცაო თამარ...

ოქროს ფანდურზე თოვ ნოტებს წმინდას,
მარადისობის სინათლედ მწამხარ,
მეფათა მეფა ღვთისმშობლის წმინდავ -
მნათე ქეთევან მე შენ მიყვარხარ...

ქნარზე თითები სინაზით თრთიან,
არფა ჯადოსნურ ფიფქთ მთოვარია,
სულში ალები სათუთად კრთიან,
მე შენ მიყვარხარ მზეო მარიამ...

ეს სიყვარული ცის ზღაპარია,
თქვენი შემყურე გულ მღიმარია,
გიგალობთ სულით გრძნობის არიას,
ვთრთი ვით ამური და მიხარია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი