ვგრძნობ და განვიცდი
წინაშე შენდა ფიფქივით ვდნები და სიყვარულის ვიწვივარ ცეცხლით, შენი არსებით ვნეტარებ - ვტკბები, გხედავ და ვიწვი და გზნებით გეტრფი... შენს უნაზეს სულს გარს მოხვევია მზის სილამაზის ცეცხლოვანება, ჩემს ზმანებებში ხშირად გჩვევია ფრთათა ფარფატით გამოცხადება... ბრწყინვალება და ნაზი ნათება, ღმერთა მი გულის მზიურ ფიქრების, მარადისობის ცეცხლით ანთება, შენ ხატება ხარ მშვენიერების... აელვარება ტრფობის ალების, მიყვარს სინაზე, სხვა რამ არ ვიცი, სუყველა სიტყვას გულის თვალებით - ვეალერსები - ვგრძნობ და განვიცდი... თვალებში ხატი მზიურ სხივებით, მი სიცოცხლის ხარ ცეცხლის აისი, ავსიყვარულდე - ვთოვო ფიფქები, მსურს შენთან ერთად ყველა დაისი... ნაზი გრძნობებით აყვავებული მოგიძღვნა თოვლის ედელვაისი, შენზე უგონოდ შეყვარებულის მინდა გახსოვდეს თვალთა მაისი... თოვა პეპელა ნაზ ფანტელების - ნაზი მუზიკა და ნელი ტანგო, ტუჩზე მსუსხავი ჟრუანტელების ყველა უჩინო ამბორი მახსოვს... ანთიხარ სულში მნათე ლამაზად, გხედავ და ვიწვი და გზნებით გეტრფი, მიყვარხარ მზეო, მიყვარხარ ნაზად, შენ სიყვარულის ვიწვივარ ცეცხლით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი