მზეთამზე მარიამ


უკვდავების მთოვი სული იდუმალი,
ცაზე ცისარტყელას სხივთა გაბრწყინება,
მარადიულობის თეთრი დედოფალი -
მზიურ შარავანდედს ატარებ დიდებად...

თორმეტი ვარსკვლავი გარე შემოგრტყმია,
მეფათა მეფა ხარ ღმრთივგანდიდებული,
მზის ოქროს ქამარი წელზე შეგირტყია,
ყველა შენ შეგნატრის გამიჯნურებული...

გაუკვდავებული სილამაზით მსუფევს -
გეთაყვანებიან ნაზსა და მადლიანს,
მხოლოდ შენ ერთადერთს გაღმერთებს მეუფე,
მარადის ანათებ მზეთამზე მარიამ...

ვერავინ ვერ უძლებს შენს თვალთ ბრწყინვალებას,
მიტომ გაგირბიან მზის გამოცხადებავ,
ვერავინ შეწვდება შენს იდუმალებას,
უბიწო სულებში ქრისტეს დაბადებავ...

-

მხოლოდ კეთილ გულში - მხოლოდ სიხარულში -
იყვავილებს ვარდად - შენი ამბორება...
ღვთისმშობელსა გგვედრი სრულგვყო სიყვარულში,
თხოვე ღმერთს მზეცაო თოვოს საოცრება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი