შვიდობითი 5


სულ მოველი შენს გულთან მოიისფრო პაემანს,
მსურს ლურჯ ღამემ მოთოვოს ცისფერი ოცნებები,
ლექსში ქება შეგასხა ოქროსთმიან შავგრემანს,
მინდა გამოვაღვიძო შენში მწვანე გრძნობები...

წითელი ამბორებით გულს აგინთო ლაჟვარდი,
მსურს გაშალო ფრთაები, ზეცას მიწვდე ფიქრებით,
მინდა გიძღვნა გულიდან სისხლისფერი ეს ვარდი,
მსურს ჩაგადნეს ამ ღამეს სულში მთვარის ფიფქები...

კოცნების კოცონების ცეცხლოვანი ზმანებით,
ჯადოსნური სიზმრებით, მოვალ მოგეფერები,
მწველი იდუმალებით ნაზ ტუჩებს შევადნები,
ცეცხლისფერ სიყვარულით გულზედ მოგეკიდები...

მწვავენ გრძნობის ალები, ტრფიალების ცეცხლი მწვავს,
მომანათე თვალები, უშენობა ამ გულს კლავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი