სიზმარი2
სულს ეხო რაღაც ისე ელვარე - ისეთი მშვიდი - ვითარცა ღმერთი, ავენთე ცაზე თეთრი მთოვარე, მოვფინე არეს სიკამკამეთი... ძალა შემმატა ცეცხლოვან ჯვარმა, ღვთისადმი ლოცვამ ამალაჟვარდა, ეკლის გვირგვინი დავიდგი ვარდმა და გავიფურჩქნე ცეცხლის ლაჟვარდად... ცეცხლის ფაფარმა ლომი მამშვენა, არწივმა ვშალე ცეცხლის ფრთაები, ანგელოზური ვცანი აფრენა, სამი ვარ ერთში ხატად ღვთაების... ცეცხლის მერანით დავქრივარ ქვეყნად და ვთოვ ლურჯ ალებს იდუმალებით, თუ მოვისურვებ ერთად ვარ ყველგან - ყოვლისშემძლე მაქ სულის თვალები... ღამე სიზმარში - გუშინ თუ გახსოვს - იყავ ჩემს გვერდით ნაზად მწოლარე, ჩუქნიდი ტუჩებს თაფლისფერ ამბორს, შენ მზე იყავი, მე კი მთოვარე... ო ვით მიყვარხარ, ო ვით განგიცდი, შენ ხომ ვერ ხვდები, შენ ხომ არ იცი, სამოთხის ბაღში მე სულ დავუცდი - შენს ანთებას და ანგელურ ციმციმს... სიყვარულის ფიფქთ ვარსკვლავურ ცვენას - მარადი კრძალვით დაველოდები, ცეცხლის ნაწნავის მკერდზე დაცვენას, უკვდავების ცად მზეს გელოდები... მე შენ მიყვარხარ, ამ გრძნობით ვდნები, გულს შელექია სიფაქიზეთი, გუშინ სიზმარში მეხე თითებით - ისეთი თბილი - ვითარცა ღმერთი... გუშინ თუ გახსოვს - ცისფერ ღრუბლებში - იყავ ჩემს გვერდით ნაზად მწოლარე, თრთოლვით გკოცნიდი მარწყვის ტუჩებში, შენ მზე იყავი, მე კი მთოვარე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი