ვეტრფი გულით ცისფერ კაიფს


ექსტაზური ლურჯ სიჩუმის
მოლივლივე გრძნობას ლაითს,
სიყვარულის ოპიუმის -
ვეტრფი გულით ცისფერ კაიფს...

სხვა კაიფობს გერაინით,
კაზინოთი, ვნებით, სექსით,
მე ვკაიფობ წითელ ღვინით -
თრიაქით და მზიურ ლექსით...

ვხედავ ცისფერ ბოლის რკალში
მოცეკვავე ცისფერ ქალებს,
პაპიროსის ცისფერ კვამლში
გახვეული ვხატავ თვალებს...

ყოვლისშემძლე მეფას თვალებს,
მათში ალებს იდუმალებს,
სულით ზეცის მხატვარ თვალებს,
ვეტრფი თვალებს გრძნობით მთვრალებს...

მარადიულ სიყვარულით -
თვალები არ ბერდებიან,
ვარდებს არა, ლექსებს გჩუქნით,
ლექსები ხომ არ ჭკნებიან...

ვმეფობ ქრისტე თეთრ სამებად -
სულის ხატის გულის კუნძულს,
სადაც ჩემი დამარცხება 
არავითარ ძალას ძალუძს...

თქვენნაირი გულცივების -
მოფერება მიყვარს ამო,
მე გათბობა მიყვარს თქვენი -
გულცივი იმ ერთის გამო...

ვდუმვარ, განგრევთ მი დუმილი,
არ ვდუმვარ და მზეს ვერ მიგებთ,
გადავწუხდი მის წუხილით -
ვისაც მხოლოდ დუმილს იგებთ...

ანთო ცეცხლის ჩირაღდანი,
ვინ გაუგეთ მეფის ძახილს?
ვინ იცანით სულმზიანი -
ვითარ იქნევს ტრფობის მახვილს?

ის თუ არა მაშ ვინ იყო -
ქრისტე ვარო რომ იძახდა,
ვინ გვასწავლა ბავშვნი ვიყოთ,
ვინ გვასწავლა ცოდვის გახდა?

თუ სიყვარულს სულიდან ცრის,
გული გრძნობით თუ იშლება,
გიყვარდეს და სითბო გასცე -
რატომ! რატომ არ შეიძლება?

ქრისტეანს თუ ევალება
რომ ქრისტეში გულსრულიქმნას,
სრულქმნილს ქრისტე დავუძახო -
შევეკითხო უნდა ილკას?

ო, საოცრად ეგოისტნო,
შურიანნო, ცოდვას იცვამთ!!
სხვა რაშია დამნაშავე -
თქვენ სიმცირეს რომ ვერ იტანთ?

მამის თუა რელიგია
და სრულყოფილს უფალს ვარქმევ,
მართლმადიდი თუ იგია
რატომ დევნით მამის სახელს?

კეთილს, თუკი, თუკი უყვარს,
უფლის ხატი რომ ვუწოდო,
არ მაქვს ნება განვადიდო
და რომ წყალი მოვაწოდო?

სულიწმიდას რელიგიით,
ღვთისმშობელში რომ სრულიქმნას,
დედასა და მანდილოსანს
გზანი ვამცნოთ - არ გიზიდავთ?

მზეების და ვარსკვლავების
და თეთრების საანგელო,
ღმერთკაცების - ქალღმერთების -
სამშობლოა საქართველო!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი