მიჯნურს
სანამ არ დაკარგავს ერთგულს, გულით ვერავინ აფასებს, გამოცდილებიდან ვამბობ, დიდი სულელი ვარა მეც... (და მაინც) გამტარი პირადად მე თუ - დამკარგე - გული არ დაგწყდეს, მთავარია არ დაკარგო, გინა ცამ - არ დაგკარგოს მზემ... --- ო რამხელა ძალა აქ როს - მისი გწამს - ვინც გრძნობას გიხსნის, ო რამხელა სიყვარულებს მზის ატარებენ სიტყვები... ერთი მიყვარხარ ხანდახან ჯოჯოხეთიდან დაგიხსნის, რად ვერ იმეტებთ ნაზ სიტყვებს, მანათობელს ნაზ სიზმრების?! --- ბოლობოლო აღიარეთ, რომ გრძნობათა მღელვარება - ზღვაზე სიყვარულით გაჭრილ გულის - ულამაზესია, ბოლობოლო აღიარეთ, რომ გრძნობითი ამბორება - მეფის გამიჯნურებული სულის - უფაქიზესია... --- გუშინღამ - წმიდაო ღმერთოს - ნაზი ლოცვისას, ნაზ ანგელოზმა, მომნუსხველ და სპეტაკი ხმით, მარჯვენა ყურს ჩამჩურჩულა - "ფანტასტიკური ხარ ტკბილო"... - ჟრუანტელებმა ლამაზმა - სიტყვის სინაზემ წამლეკა და თრთოლვად გულში იხუვლა... --- --- --- გაბრალებენ თვით რყვნილები ლურჯი სულით მბრწყინავ ქალწულს - ვერვინ შეგხსნის ყელზე შებმულ ლურჯ მძივების მარგალიტებს, რადგან გიცავ მი მარჯვენით გავნოს ვინმემ არვის ძალუძს - განგადიდებ მარადისად ნაზ მარიამ მაგდალინელს... - ყვითელ ოქროს გულიანი - სიცისფერით შემოსილი - ბავშვს მიყვარხარ მორცხვი სულის სპეტაკი და იდუმალი - უნაზესი სიფაქიზით ლურჯ ზამბახად გაფურჩქვნილი - მოიისფროდ მოელვარე ჩემი ლურჯი დედოფალი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი