ღვთაებრივო


გიბრჭყვიალებს ბრილიანტის მაგნიტური ეგ თვალები
და მომნუსხველ სილამაზის გულს სინაზით აჯადოებ,
იდუმალი სასუფევლის მეძახიან
მწვერვალები -
როს გიმზერი ვნეტარებ და სისათუთის ღმერთს ვსასოებ...

გაზაფხულის ნაზ მშვენებით და სიცოცხლით სულშემკული -
აყვავება კრისტალ გრძნობათ - ხარ სულში სპეტაკ სხივ მთოველი,
მზეს გამშვენებს მარგალიტის თეთრი მძივი ყელთ შემბული,
შენ ხარ ჩემში ღმერთის მშობი ნაზი თეთრი ღვთისმშობელი...

-

სამოთხისფრად ღვთაებრივი სიხარულის აისების -
გაბრწყინება უკვდავების - სიყვარული სულფრთამალი,
მარადისად მეყვარები გულში თეთრი მაისების -
სიფაქიზით გაფურჩქვნილი ვარდისფერი დედოფალი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი