ღმერთი სიყვარული არს
მიაქროლებს თეთრ გზებზე ეტლში შებმულ თეთრ რაშებს მზის ერთგული მეუფე სიყვარულის მხედარი, სამოთხის ბაღში კრეფილ თოვს სულის ყვითელ ვარდებს და უგალობს გულიდან - ქრისტეს - მისი მდევარი... - გზები გადათოვლილი სინაზის კრისტალებით - კაშკაშებენ ლამაზად და ოცნებებს ისვრიან, ნელ ფარფატით ფრთიანი ფოთლების ფანტელები თრთოლვით და სიფაქიზით აქეთ-იქით მიჰქრიან... ჰაერში ქარი ფოთლებს და შემოდგომის ნაზ სულს ეცეკვება სინაზით გრძნობათა ჯადოსნურ ვალსს, ვეფხისფრად მოელვარე ნაზ ქალღმერთის ოქროს გულს - ეჩურჩულება ყურში - "ღმერთი სიყვარული არს"... ამ სიყვარულის ძალით მე თქვენი არსება მწამს და მზიური ამბორით თქვენი გახარება მსურს, მა ბაგეების ეშხი უნაზეს წყურვილით მწვავს, მოვიდე ნაზი სიზმრით, მსურს სულით შევადნე ტუჩს... - გიხდება შემოდგომას ყვითლად ელვარე "კაბა" და სიყვარულის ნაზი თვალებში ციალება, მოდი ვიცეკვოთ ტანგო, მოდი ვიცეკვოთ სამბა, მოდი ავხატოთ გულში გრძნობების გაჯაზება... - ყვითელი აკვარელით წამი ბუნებას ხატავს, მოდი ვიმზიროთ მიღმა, მოდი ვუმზიროთ მთავარს, სულის სუყველა სეზონს თავის სინაზე ახლავს, მოდი დავხატოთ ღმერთი, მოდი ვუმღეროთ მხატვარს... შეხედე სიყვარული პიანინოზე უკრავს, ნაზად კოცნის თითები გრძნობით შავ-თეთრ კლავიშებს, სიყვარულზე მიმღერე, უმღერე ცისკრის ვარსკვლავს, მიეც ნება აყვავდეს შენი სულის ყვავილებს... - ოქროს ნავში ვიყოთ და სიხარულს რომ გიცქირო, შეგადარო თეთრ ზამბახს და მოვთოვო სიდიდე, სასუფევლის სინაზის ოქროს ტბაში შევცუროთ - ეხლა მინდა გინატრო სასუფევლის სიმშვიდე... შენ თვალებში ვუმზერდე სიყვარულის აისებს, დავეკონო ტუჩებით ტუჩთა ედელვაისებს, ეხლა მინდა შევიგრძნო გრძნობა როგორ აიშვებს და მი სულში ეგ სული როგორ გაიმაისებს... - შემოდგომის ნაზი მზე, ამ სიყვარულის ფერის, შენი თვალების სუნთქვის, მა გულის ფერება მწამს, ზღაპრული სილამაზის ეს ოქროს ოქტომბერი და შენი ტრფიალება ცეცხლოვან გრძნობებით მწვავს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი