შვიდობითი 7
სულში უგრძნეულესი შემოიჭერ ცის ნოტა, შავგრემანი მზე მეფა ბრწყინავ ისე ლამაზად, შავ სიფაქიზით მწველი ნაზი გულის "შარლოტა" - გევხარ შავ-თეთრად მბზინავ გულთ მტაცებელ ავაზას... გცანი იდუმალებავ შავში თეთრ სილამაზედ - შავ მარგალიტს შეგშვენის ზიმზიმება ალების, მომწონხარ შესაზარად მადმუაზელ სინაზევ - მოსათუთო მზერა მწვავს შენ თაფლისფერ თვალების... მნუსხავს ელეგანტურო - მა შავ ტანისამოსში - სხეულის ციალება ოქროს ნაზი ლაჟვარდით, შენზედ შეყვარებული გამახვიე ქაოსში, მინდა კოცნით გულიდან გიძღვნა წითელი ვარდი... მარწყვის ტუჩებს ვაჩუქო უტკბესი ამბორება - მწყურის მზეო სინაზით შენი გულის ფერება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი