შვიდობითი 9
თვალებში ინთებოდა ცეცხლოვანი ტრფიალი - უჩინარ სიყვარულის ცა ვცადე გამეჩინა, მი სულში სისპეტაკით მოკაშკაშე კრისტალი - სათუთი ოცნება ხარ მზიურო კატერინა... ოქროსთმიან ანგელოზს გშვენის გაშლა დალალის - ხარ გულის გალაკტიკის მზე მუზა მნათობელი, მნუსხავ თოვლის მადონავ - მთვარულ სახით მკრთალით, მი თეთრი ქალღმერთი ხარ, მი თეთრი ღვთისმშობელი... ბოლოჯერ მსურს გიწოდო მი თეთრი დედოფალი, ამ გამომშვიდების ხანს ყელთ შეგაბავ მძივთ გიშერს, მისურვებია იყო მუდამ თავისუფალი, ბედნიერებას გისურვებ, მი არსებისგან გიშვებ... მწამს ამ შურისძიების და მინდა რომ გახსოვდეს - მი სულის თეთრი ვარდი - მიყვარდი მი ამორე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი