შროშანო მთვარევ


თეთრ ჩანჩქერებად ვერცხლისფერ თმების -
ფენა სხივური - განთებს ლამაზად,
მნათ თეთრ კაბაში გხატავ თვალებით,
თეთრ ქალღმერთს გავხარ, კამკამებ ნაზად...

ნაზ ნანას გალობს ოკეანეზე 
ლურჯი ტალღები გრძნობით მთრთოლვარე,
ოცნების გელი ოქროს ნაპირზე,
ეშვები ციდან სულმოელვარე...

უუსათუთეს შენს სიყვარულზე -
შროშანო მთვარევ მიმღერე რამე,
ზღაპარი მოყევ სამოთხის ველზე 
თუ ვით გაშლილა ზამბახი ღამე...

ყვითელ ვარდების ვით გაფურჩქვნილან
ცაზე კაშკაშა მზე ვარსკვლავები,
მოყევი მთვარევ ყვითელი მზიდან
რას გვიყვებიან სალოცავები...

გზანი ცხონების და სიმშვიდეთის
მადლისმიერად დაანათლ არეს,
გულს შეელექოს მზე სიმდაბლეთის -
ამასა გგვედრი შროშანო მთვარევ...

ჩასაფრებული ბრმა მოსაკლავად -
ო რა ხანია ჩემს გზებზე დამდევს,
მზე იოანე არაა ავად -
ქრისტეში ნათლავს - უთხარი დამდეგს...

შენ სილამაზემ შერისხოს მტერი,
დაგიმორჩილოს ფერხთით მძვინვარე,
გამონათებით ღვთაებავ გვედრი -
გამოაღვიძო სულნი მძინარე...

ზამბახი ღამე - შროშანსა მთვარეს -
ჰა - გეცეკვები ღრუბლებში ტანგოს,
ეხლა დრო არის სულმოელვარევ 
შენს სიყვარულში რომ გავითანგო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი