ღმერთო სიყვარულის
ღმერთო ბრწყინვალების, ღმერთო მოწყალების, ლოცვად გარდაქმნილი ნათელს გევედრები: სულს მარადისობის ანთე მწვერვალები - უკვდავ სიყვარულის გრძნობის ლაჟვარდებით... ღმერთო უკვდავების, ღმერთო ყოვლისშემძლევ, უძლური და სუსტი ძლიერს გეაჯები, დიად სიყვარულით ყველა შეგვიწყალე - ვისაც თანაგრძნობის შესწევს უნარები... ყველას მიუტევე და თუ სასჯელია - ყველას აგრძნობინე ყველას წამებები, მზე საქართველო ვით ჯვარზე გაკრულია - ეგრეთ ჯვარს გამაკარ ღმერთო გევედრები... დედა ღვთისმშობელის ცრემლები მტკიოდეს, გრძნობით დადაგული ვეწამო მწყურია, მი მთელი არსება მწველ ცეცხლით იწვოდეს, ვადიდო მწადია ის რაც ღვთიურია... იშვას რომ ყველა სულიერ ქართველად, ყველა რომ სდევდეს შენს ყოვლადწმიდა ნებას, ანთე საქართველო შენს ღირსების მცველად, ჩემი გული ღმერთო ამას გევედრება... სამყაროში რაც კი ტანჯვა-ტკივილია - გულში გაატარე ყველა ჯოჯოხეთი, მხოლოდ შევიყვარე და ვინც ცოდვილია - შექმენ ბინადარი მბრწყინავ სამოთხეთის... ანთე ღვთაებრივი სულით შენმიერი - ნაზი სასუფევლის განცდით ლაჟვარდების, შეგთხოვ ვინაც მიყვარს იყოს ბედნიერი, ღმერთო სიყვარულის, ამას გევედრები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი