გიორგიუს


თეთრ ცხენზე ამხედრებულ, ძლევაშემოსილ მხედარ,
თეთრსა წმიდა გიორგის,
უძლეველ მებრძოლ ქართველს,
მძლე მარჯვენით გეხმაროს მზის ცეცხლოვანი შუბი,
რათა ხახაში ჩასცე გველეშაპ სატანაელს...

ამინ...

თავხედს რომელსაც ცოდვის ჩადენის არ ეშინის -
შენი ელვარე თვალნი მიაპყარ მბრძანებელო,
ააცახცახე მათი გულნი - მქუხარე გრგვინვით -
რომელ შენ ბაგეთაგან გამოვალს მნათობელო...

ამინ...

რომელ გადგინა უფალმ მსაჯულად და პატრონად - 
მარად მეომარად და მხედარმთავრად ერისა,
იდიდოს შენი ნება და ზე სახელი ქვეყნად -
სადიდებლად ნარიმან ქრისტე მეფეთ მეფისა...

ამინ...

სულშიგან მოგიზგიზე ღვთიურ ცეცხლის ჩირაღდანს -
მიაწოდებ ღირსეულთ ფარული "არქიმედი",
კბილებით გადაღეჭავ ყოველ არსებულ მადანს -
გერქმევა აბჯარასხმული მარლთმსაჯულების ბრძმედი...

ამინ...

იდუმალ მეუფებით ყოველსა ხელმწიფებას -
დაიმორჩილებ ფერხთით მზაკვართ ამპარტავნებას,
განაიარაღებ მგე - ყოველსა ბოროტებას,
იზეიმებ ცეცხლის ჯვრით ყოველზედ გამარჯვებას...

ამინ...

ნებითა შენითა წევ - სულით გაკრული ჯვარზე,
უფლის სუფრაზე შეჭამ მისსავ სასუფეველში
და დაჯდები მის ერთად შენთვის განკუთვნილ ტახტზე -
განსაკითხავად ყოვლის, რომელ არს ცისქვეშეთში...

ამინ...

შიშის ზარს დასცემ ყოველს შენი მრისხანებისას,
რამეთუ შენი დიდების სახელია "დომინუს",
შეძრწუნდებიან ეშმაკნ შენს სიმაღლის ხილვისას -
რადგან გადიდებს მამა დომინანტ გიორგიუსს...

ამინ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი