შვიდობითის გვირგვინი - ცხრა სიყვარული


1...

ცვივა ვერცხლის ფანტელი ვერცხლისფერ სიხარულის -
მზის სხივებით ანთებულ ფრთამოვერცხლილ მთოვარეს,
შემოსილი პირველქმნილ ჯადოსნურ სიყვარულის -
ვერცხლისფერი გვირგვინი ადგას სულმოელვარეს...

მოკამკამე ნათელი თეთრ მხედარის აენთო -
ღვთაებრიულ ჰანგებს ჰქმნის იდუმალი მაესტრო,
სხივთა ვერცხლის რაშებით შეკაზმულსა სამეფოდ -
მოაგელვებს ზეციდან ვერცხლისფერსა ფაეტონს...

ვერცხლისფერი ციმციმი მის უკვდავ სულს ამშვენებს -
ღამის მნათე ანგელოსს უკამკამებს ფრთაები,
ვერცხლის ვიოლინოზე ვერცხლის ნოტებს აკვნესებს 
და უგალობს გრძნობის სულს სადიდებლად ღვთაების...

უკვდავებას ადიდებს - დომინირებს და სუფევს -
დო რე მი ფა სო ლა სის - შემოქმედი მეუფე...

2...

ვერცხლისფერი ღრუბლიდან მბრწყინავ ვერცხლის ამურებს -
სასუფევლის უპყრიათ ვერცხლისფერი ქნარები,
ცხრა ცაა და ცხრა მუზა სულს რომ მარად აპურებს -
ღვთაებრივი მუზიკის სიყვარულის ქარებით...

მათი სულის ფერებით მოვთოვო ცის კლასიკის -
ტრფიალების ჰანგები - დავიწვა ვით სანთელი,
სამოთხის ოთხ სეზონის და თორმეტ თვის მუსიკით -
მსურს დავანთო გრძნობების ღვთაებრივი ნათელი...

თოვლის თეთრი მანტიით - კრისტალ ვერცხლის გვირგვინით -
შემოსილი ავენთო უთეთრესი ფიფქებით,
თეთრ ზამთრის უფლისწული - მთვრალი სინაზის ღვინით -
ლურჯ პლანეტას შევადნე მსურს ტუჩებზე ყინვებით...

ვანთო ქრისტეშობისთვე ვერცხლისფერი ოცნებით,
მთები ავაელვარო მსურს კრისტალურ კოცნებით...

3...

თეთრი მიჯნური ციდან ციმციმა სიყვარულის -
ვერცხლის მშვილდიდან ვისვრი კრისტალთ ვერცხლისფერ ისრებს,
თქვენს გულში რომ აენთოს ზმანებები ზღაპრული -
თეთრი გალაქტიონი ვაღებ სამოთხის ჭიშკრებს...

მი ფრთავერცხლილ რაშებით გაგიტაცოთ ზეცაში -
ღვთაებრივი გულიდან გიხსნათ ტრფიალის არსი,
შევცურო თქვენთან ერთად თავდავიწყების ზღვაში -
მსურს დარბაზში გრძნობათა გეცეკვოთ ფიქრთა ვალსი...

თეთრად გადაფიფქული უნაზეს იანვარის -
სულზე ტრფობის ფიფქების დაგაჩნიოთ ალერსი,
მინდა მიწვდეთ სიმშვიდეს ფრთალურჯ ცეცხლის ტაძარის 
და გულზედ წაგიკიდოთ თრთოლვა უმხურვალესი...

სიყვარულის ალები სულში გრძნობას აანთებს,
მე თქვენ - თქვენ სხვას აუნთებთ უკვდავების თეთრ სანთლებს...

4...

შვიდნოტა და შვიდფერა - ვაპირქვავებ ამფორებს -
ტყვექმნილი სიყვარულის მზეს სულიდან გიმღერი,
მათოვ ციდან ფიფქებით უკვდავების ამბორებს,
ღვთისმშობელო მიყვარხარ - ვიწვი ტრფობით ღვთისფერით...

თვალისმომჭრელ მშვენების ზეცა მარადისობის -
შენ ხარ უკვდავ დიდების ვერცხლისფერი მწვერვალი,
გშვენის მარადიულო მაღალ ღვთაებრიობის -
თოვლისფერი ეგ კაბა კრისტალურ თებერვალის...

ყოვლისმხილველ თვალებში სიყვარულით იწვიან -
მოიისფრო ალები ცეცხლოვანი გრძნობების,
სულს აგიზგიზებულა და გულიდან ისვრიან -
ოცნების კოცონები ნაზ ნაპერწკლებს ლოცვების...

ყველგან სიყვარულია და მზე უსასრულების,
ღვთისმშობელო მიყვარხარ, ტყვე ვარ უსაზღვროების...

5...

სიიისფრე შენ თვალთა კვლავ მანთებს მი ამორე,
აყვავება სიცოცხლის, გაზაფხულის სუნთქვა ხარ,
ალისფრად მფიფქს გიგზავნი სიყვარულის ამბორებს,
სულშეშლილი გრძნობებით გიჟ მარტს ნაზად მიყვარხარ...

მადმუაზელ სინაზევ შალე ლურჯი ფრთაები -
როცა გეტრფიალება შემოქმედი სამება,
გშვენის იას სიმორცხვე და სპეტაკი თვალების -
სხივოსან წამწამების ნაზად ახამხამება...

გწამდეს მის სიფაქიზევ გრძნობათა მწვერვალების -
სასუფეველს შეეხე - იიისფრე ფიქრებით,
შეხედეთ - მოიისფრო - მწველი იდუმალებით -
ტუჩებზე გადნებიან იისფერი ფიფქები...

გაზაფხულს მახარება მერცხალი ლურჯფრთაება,
მიყვარს შენი ფერება სათუთ სულის ღვთაებავ...

 
6...

სილურჯის სიფაქიზედ - შელექიხარ გულს ნაზად -
ლილისფერ სიყვარულის გალაქტიკურ გრძნობებით,
ულურჯესი ყვავილი ყვავი სულში ლამაზად -
შემორტყმული ჯადოსნურ - ულურჯესი ოცნებით...

მახსოვს როგორ მდაგავდნენ ბაგეთ ლურჯი ალები
და ვით ვთოვდი ნაზ ტრფიალს ულურჯეს ფანტელებით,
მახსოვს აციალება შენი ლურჯი თვალების 
და გულში დაბადება ლურჯი ჟრუანტელების...

ფრთანაზ ზამბახს გიხდება ღაწვზე ხალთა სამება -
უულურჯეს ღვთისმშობელს კვლავაც გეთაყვანები,
ულურჯესი ლაჟვარდის გულში აზიმზიმება -
შენ ხარ ლურჯი პრინცესა სიყვარულის ზმანების...

ოქროსფერი გული გაქ მისის იდუმალებავ,
აპრილად მი-გული-ხარ ზამბახი ლურჯთვალება...

7 ...

სიცისფერემ გრძნობების ჩემს სულში შვა სამოთხე -
როს გიხილე ზეცაზე მზე სიცისფრით ელვარე,
სინაზეთის სხივებით გულში გრძნობა მოთოვე -
უსათუთეს ოცნებით ცის ცისფერმა კესანემ...

ჩემს თვალებში აენთო მოლივლივე განცდების -
სიყვარულის უძირო ცისფერი ოკეანე,
როს ვიხილე ლამაზად ანთებული მა თმების -
დალალთა ჩანჩქერების ცისფერი იორდანე...

ვარდობისთვეს შემიყვარდ კეკლუცი და ცისფერი,
მიტირია შენს გამოც ცის ცისფერი ცრემლებით,
მალე დედა გახდები პატარა და ღვთისფერის,
ბავშვს ჩაიკრავ გულშიგან ღვთისმშობელის ხელებით...

შენს სიყვარულს აბოდებს ო ეს გული - მზისფერი,
მარადის მეყვარები ანგელოსი ცისფერი...

8...

ვარდი მეფე ვყვავივარ სიმწვანეში ლამაზად -
შემომტრფიან პეპლები მწვანე სასუფეველის,
სიყვარულის ტკბილ ნექტარს გავცემ გულით ანაზდად -
მათთვის ვინაც შეიქმნა მი სულის სასურველი...

მახსოვს ნაზი ამბორი პირველი სიყვარულის,
მახსოვს მწველი ცრემლების ცეცხლოვანი სინაზე,
მახსოვს როგორ აყვავდა პირველი სიხარული,
ეხლაც მწვავს და მაოგნებს იმ ცეცხლის სილამაზე...

როცა ნაზი ბავშვობა გრძნობას თავს ევლებოდა,
როცა თეთრი პეპელა თეთრ გვირილას ყვარობდა,
ვუყვარვარ არ ვუყვარვას როცა გული მღეროდა,
მახსოვს დაჭერობანით გული როგორ ხარობდა...

თიბათვის მზის სხივები კიაფობდნენ შენს თმაში,
მზევ ყველაზე ძალიან მიყვარს შენთან თამაში...

9...

ყვითელი ბრწყინვალებით კაშკაშებ და ანათებ -
ოქროსფერი ფერებით უსპეტაკეს გულიდან,
მახსოვს გრძნობის გინთებდი სიყვარულის თეთრ სანთლებს -
ნაზი თავდავიწყებით როს გეტრფოდი სულიდან...

მახსოვს თეთრი ოცნების სულშეშლილი ფიქრებით -
შიშველ - თეთრი ყვავილის  ფერებით რომ ვთვრებოდი,
ტანზე ჟრუანტელებად დაცურება თითების -
მახსოვს ისე მწყუროდა რომ გრძნობისგან ვდნებოდი...

ო მაშინ შევიმეცნე ძალა წმიდა ფიფქების
და ხსოვნაში აღმიდგა თუ რა განცდით გეტრფოდი -
ევას თეთრ სამოთხეში ამბორებით თვალების
და იდუმალ შეხების ფერით როგორ ვტკბებოდი...

თეთრ შროშანს რომ გყვარობდი, ის ფიქრებით ფერება,
ის მკათათვე გრძნობების მუდამ მემახსოვრება...

10...

ნარინჯისფერ სხივებით გულზე ცეცხლად მედები,
პატარა ვარ ძალიან, მერხზე გიწერ მიყვარხარს,
გეფაკლება სინაზით ჭორფლიანი ღაწვები,
გაწერია სახეზე რომ ამ წუთას გიყვარვარ...

ხუთოსანი გოგონა ლექსს კითხულობ დაფასთან,
გულს ცეცხლი მეკიდება და თვალებში რულები,
სულ შენს გამო ვსწავლობდი - შენმა წვიმამ დამნამა -
მიჯნურობის ალების ნაზი სიყვარულებით...

ჩუმი ტრფობა ბავშვობის ვაზად აყვავებულა -
რომ მოვთოვო ამ ლექსში ცეცხლოვანი ოცნებით:
ჩემი უსუსურობით ცოტა გაბრაზებულმა -
არშემდგარ სიყვარულის კოცონები კოცნების...

ხატი ხარ სიყვარულის - ტუჩებით ალუბლების,
მზე მარიამობისთვის - ამ წამს მესულგულები...

11...

წითლად მწველი ნაზ მზერით როს თვალებში მანათებ -
შენი ცეცხლოვანება მი გულში ისახება,
მა ტუჩების ალების მწველი ფერი მაგონებს -
სისხლისფერი ყაყაჩოს წითლად აჩახჩახებას...

მოყმე ვეფხისტყაოსნის შენს მშვენებას კვლავ ვეტრფი -
ოქროსფრად სულშემოსილ შემოდგომად ყვავიხარ,
მტაცებლური ბიჯებით სულში დიხარ ძუ ვეფხვი -
ეგზოტიკურ ფერების უნაზესი ქალი ხარ...

სექტემბერის ყვავილი სიყვარულით მახსოვხარ -
მახსოვს ჩვენი სულების ერთურთს შემოტმასნება,
იმ ბავშვური ალერსის მეფა ძლიერ მიყვარხარ -
სუყოველთვის დამადნობს შენ თვალთა მოლანდება...

მარადის ახალგაზრდა შენი სულის ხატება -
სუყოველთვის იცოცხლებს ჩემში შენი სახება...

12...

ცეცხლოვანი გრძნობები მავსებს ნაზ იმედებით,
რომ ზეცად იყვავილებს ყველა ნაზი ოცნება,
უკვდავების ოქროს ტბად ცურვა თეთრი გედების 
და შენი მკრთალი სახე კვლავაც მომეზმანება...

ოქროსფერ ოქტომბერის მათოვენ ოქტავები
და მზიური ამბორი კოსმოსეთს ელექება,
სიყვითლით კაშკაშებენ ზეცაზე ვარსკლავები -
ეგ ბავშვური თვალები ნაზ კოცნას მევედრება...

გაყვითლებულ ფოთლების ოქროსფერი ჩურჩული -
სულთან მოდის სუნთქვად და საგულეთს მზედ ედება,
მახსოვს გრძნობის წინაშე ვით დადუმდა ურჩხული 
და წმიდა სიყვარულით ტუჩების შეწეპება...

შენ ხარ გამობრწყინება მეწამული აისის,
ერთ ნახვით შემიყვარდი ნაზი ედელვაისი...

13...

სიყვარულის მუზიკის გულში ცეცხლად ანთება,
სიხარულის ღვთაებად სულში გამოცხადება,
გულში მშვენიერების ნაზი გამონათება,
შენახარ სასუფევლის მი არსში დაბადება...

თეთრ ქალღმერთის ხატებას გიხდება ბრწყინვალება -
ცეცხლოვან მზეს გამშვენებს ოქროსფერი დალალი,
იდუმალ სილამაზის მოიისფრო თვალება -
მი სულის სიყვარულის ხარ თეთრი დედოფალი...

ზეთისხილის ოქროს რტო თეთრმა მტრედმა მომართვი,
მი გულის მბრძანებელი თეთრი ვარდი შენახარ,
მეფე თეთრი ბულბული ოქროს გიორგობისთვის -
ტრფიალებით გიგალობ - მზეო მე შენ მიყვარხარ...

მის სიყვარულის ღმერთავ - იწამე მზე სარანგის,
მალე გამობრწყინდება ერა თეთრი გივარგის...

14 ...

ღვთისმშობელო შენახარ უკვდავების ნათება,
ერთში გარდასახვა ხარ ცისარტყელას ფერების,
ღვთაებრივი გრძნობების ხარ სულს ცეცხლის კიდება,
სულ შენს გამო გავტყორცნე ამურმ ვერცხლის ისრები...

შენ იცი რა გრძნობაა უმიჯნუროდ კვდებოდე,
როცა გულში უკვდავი სიყვარული ბრდღვიალებს,
ერთადერთის სულიერ ტრფობით იბნიდებოდე,
იცი რა გრძნობა არი სიყვარული გიყვარდეს...

ო, ყველაფერს ვიგონებ ცალმხრივი სიყვარულით,
აქ ვერავინ შეწვდება ჩემი სულის კაეშანს,
ო ვერავინ შეიცნობს გულში რაა ფარული,
ნაზ წყურვილით მოველი მე სიკვდილთან პაემანს...

მიჯნურთმიჯნურ თეთრ ამურს დამდაგვია თვალები,
სიყვარულის ალებით, ვიწვი იდუმალებით...

15...

ცვივა ვერცხლის ფიფქები ვერცხლისფერ სიხარულის -
ვერცხლისფერი ღრუბლიდან მბრწყინავ ვერცხლის ამურებს,
თეთრი მიჯნური ციდან ციმციმა სიყვარულის -
შვიდნოტა და შვიდფერა - ვაპირქვავებ ამფორებს...

სიიისფრე შენ თვალთა კვლავ მანთებს მი ამორე -
სილურჯის სიფაქიზედ შელექიხარ გულს ნაზად,
სიცისფერემ გრძნობების ჩემს სულში შვა სამოთხე -
ვარდი მეფე ვყვავივარ სიმწვანეში ლამაზად...

ყვითელი ბრწყინვალებით კაშკაშებ და ანათებ -
ნარინჯისფერ სხივებით სულზე ცეცხლად მედები,
წითლად მწველი ნაზ მზერით როს თვალებში მანათებ -
ცეხლოვანი გრძნობები მავსებს ნაზ იმედებით...

სიყვარულის მუზიკის გულში ცეცხლად ანთება -
ღვთისმშობელო შენახარ უკვდავების ნათება...

2020 - (2021)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი