"სამებისის" გვირგვინი
1... მძლე თითების ნაზ შეხებით კოცნის თეთრ და შავ კლავიშებს - ძალთაძალი მგე მეუფე ღმერთთა ღმერთი "ბოგ ლორდ გიორგ", დააქროლებს ცათა ცაზე ოქროს ეტლში შებმულ რაშებს - იგ მზეთამზე მბრძანებელი ყოელთ მამა ცეცხლი იო... ოქროს ტახტზე, ცეცხლოვანი, სუფევს უთქმი ელვარება, მიუჩრდილავ სინათლეთით უზენაეს ბრწყინვალებას - გამოსცემს და მის გარშემო ცეცხლის ალნი იარება, გადმოსცქერის მთელ მსოფლიოს უელვარეს მზის თვალება... ყოველივეს მზე ხელმწიფეს თავს ადგია გვირგვინ-მიტრა, ყოვლისშემძლე შემოქმედი ყოვლისმომცველ სულით მეფობს, ყოვლისმპყრობელ მარჯვენითა უპყრია მგეს ოქროს სკიპტრა, უსაბამო და უჟამო და უკვდავი მარად ზეობს... ცეცხლოვან ფრთებს აშრიალებს სიბობოქრით უმძლავრესი, გეშინოდეთ მრისხანების სიდიადით უმაღლესის, ყოელზედა მეუფება აბსოლუტსა ღმერთს ამშვენებს, არწივულად - ყოვლისმხედი თვის სამეფოს თვალს ადევნებს... 2... სასუფევლის ოქროს ჰოლში მამა უკრავს პიანინოს, ცისფერ ჰანგთა გრიგალები ეფინება სამყაროეთს, როგორც ღრუბელს აწყდებიან მეხ-ელვანი მოგრგვირგვინო, ეგრეთ ათოვს ღმრთის მუზიკა მძლე სხივებად სასულოეთს... ვითარ მეხი ხეს გააპობს, ეგრეთ რისხვა მამის ამსხვრევს, გეშინოდეთ დიად ერთის ოდეს არღვევთ მისსა მცნებებს, ღმერთის უკვდავ ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვა სუფევს, ცა და მიწა გარდაივლის, ღვთის ნება კი იარსებებს... ამპარტავან ზეცის წყევას, გულმდაბალი კი კურთხევას, ღვაწლი მადლს და ცოდვა სასჯელს, სასჯელი კი სულს წიოკის, იგ მართალი ძეობას და მტყუანი კი ღვთის განკითხვას, ცის მიჯნური წმიდანობას - თავისუფალ სულს მოიმკის... ბოროტ ზრახვის ანტეს სულნი ყინულოვან ბნელ ჯოჯოხეთს, კეთილ ნების თეთრი სული დაამკვიდრებს თეთრ სამოთხეს! წარსულ-აწმყო მომავალის - მბრძანებელო ყოველ წამის, კანონებად ანთებულსა შენსა ღვთიურ კარმას ამინ... 3... ცა მარიამ ოქროს ქნარზე თოვს ჯადოსნურ ვერცხლის ჰანგებს, კრისტალური ფანტელები სულის სიმებს ნაზად წყდება, თრთოლვით მქროლი ცის ნოტები სიფაქიზით ყოველს ანთებს, ცის ცრემლები სიყვარულის მოიისფრო მწვერვალს წვდება... ვერცხლისფერადა კამკამა - იგ თეთრი ოქროს გვირგვინი და თორმეტ მბრწყინავ ვარსკვლავის შარავანდედი ადგს მწვერვალს, უქათქათესი ნათელის გარს დის თეთრ სხივთა რონინი, სინაზეთის მთოვ თვალთაგან მარგალიტნი ცვივ თეთრ ზექალს... ცა ღვთაება დიდი დედა ყოველ სიბრძნის მფლობელია - ყოველივე სულიერი მისი სულის ნაყოფია, რწმენა იმედ სიყვარულის უნაზესი მშობელია - იგ ქალღმერთი თეთრი მტრედი სულიწმიდა მზე სოფია... ფილოსოფურ სულიერ ქვით გვაზიარებს უკვდავებას - კოსმიური ცის მ-სოფ-ლ-იო-ს უნაზესი იგ სავსება, უხილავი მზეთამზეა - ღამის ლურჯი მნათობელი - იგ - ღვთაებრივ სიყვარულის - ულურჯესი - ღვთის მშობელი... 4... მზე ამური ღმერთი ქრისტე აკვნესებს სიმთ ვიოლინოს, ფიფქავს ფიფქნი ოქროს ნოტთა სამოთხისფერ ჰარმონიას, მუსიკაზე ნაზად ყვავის ვაზის ჯვარი წმიდა ნინოს, ცხოველმყოფელ ნათლის სვეტთან სპეტაკი რგავს უჭკნობ იას... მარადიულ ღვთის სიყვარულს უგალობს მზის სიმფონია - ქალწულის ნაზ რომ ფეთქს მკერდში ივერიის მძლე გულია, თეთრი ქალღმერთი ქრისტინე - მბრწყინავი იგ სიდონია - გულმკერდშიგან კვართ ჩაკრული სვეტიცხოველის სულია... შვიდ ვარსკვლავის შარავანდი ცეცხლოვანი ქრისტეს ჯვარის - უკვდავების ზეციურსა ოქროს გვირგვინს მოდგომია, მის მტვირთველი ნარიმანი - ნიკოლაოზ შემაზარი - უფალთ უფალ და მზეთამზე მეფეთ მეფე მგე "ლომია"... ორ ზღვას შუა გაწოლილი ნიკოფსია დარუბანდი, მცხეთის სული მხნეს მოელის, რომ ადგას მზის შარავანდი! წარსულ-აწმყო მომავალის - მბრძანებელო ყოველ წამის - შენგან დგენილ თეთრი მეფის მეუფებას მარად ამინ... 5... ცეცხლის ექვს ფრთას აშრიალებს, სერაფიმი უმღერს დიადთ, წითელი და ცეცხლოვანი ღვრის ღვთის რისხვის ცეცხლის თასებს, სულიწმიდის მგმობელები წყეულმც იყავთ მარადისად, თქვენზედ ხმალი მოუმართავს ზეციურსა ცხრავე დასებს... დაქრიან რომ აასრულონ ღმრთის ნება და ბრძანებები - ღვთიურ ნათლით მოკაშკაშე ვერცხლის ფრთება მზე ანგელნი, უზენაესს უდიდია მათზედ მაღალ უფლებებით - ღმრთის შვიდ სულად ანთებული ცეცხლოვანი არქანგელნი... რომელნი ღირსქმნილ არიან დგომად და ხილვად ბრწყინების - მიუწვდომელ და ცეცხლოვან საყდრისა მის ღმრთისაისა, იმათი ძალა და მადლი მოწევნულიყოს ღვთის ნებით - უწმიდურების აღგვად და დიდებად მართლისაისა... მსაჯულ იგი ჭეშმარიტ არს და სამართალ მის ბრწყინვალე, სული ცხოველ არს უფალი და სახიერ და მოწყალე, შეამეცნენ ქართულ სულებს უკვდავების ქრისტეს გზენი, განანათლენ ცისა დასნო ღვთის სიბრძნეში მწყურვალენი... 6... გალობს თრთოლვით ათასთვალა ქერუბიმი გალაკტიონ, საქართველოს ქართულ ცაზე ბრწყინვალებენ ვარსკვლავები, აქეთ მზე და იქით მთვარე მოსდგომია კავკასიონს, ჟამი უდგას საანგელოს სულიერი აყვავების... ზარებს რეკენ, საყვირებში უბერავენ ანგელები, შვიდ ქუხილის ხმა მჭექარებს, ვარაქიელ დირიჟორობს, სიცოცხლის წიგნს ჩაწერილი ღვთაებრივი დამცველები - სიმართლის და სიწმიდეთა სადიდებლად ეშმაკთ ბრძოლობს... ღვთაებრივი თვის დიდებით ანტიქრისტეთ შემმუსვრელი, პირველქმნილი სიყვარულის ცეცხლოვან და მძლე ფრთაება, ოთხიათას წლოვან ღვთიურ ძილისაგან ძალმოსილი - სასტიკი და ულმობელი იღვიძებს იგ მზე ღმრთაება... ელიას ცეცხლის ხალენი ბუმბერაზს მხართ მოუცმია, ცეცხლოვანი ძლიერება მძლე მებრძოლს გარს მოდგომია, ქუხილის ძე მგრგვინვარებს და ელვა სერავს ლეგა ღრუბლებს, ათოვს ზეცა წმიდა სულის ცეცხლის ენებს ქართულ გულებს... 7... მეომარი იბერია სივრცესა ჰფენს ლომურ ღრიალს, არწივულად იმზირება ბუმბერაზი კავკაზია, ვერვინ უძლებს შემოქმედის ცეცხლის ელვარ თვალთა ციალს, ჯოჯოხეთზე უმყინვარესს რას ახატავს ფანტაზია... გამოუთქმელ ბრწყინვალებას, შემაზარებს, მეფურს, დიადს, განუკითხავ მართლმსაჯულის უტყუარს და სამართლიანს, მიუწვდომელ სიღრმეების საშინელსა ნათლის წყვდიადს, ვერვინ უძლებს გამჭოლ მზერას ასათასჯერ მზეზე მზიანს... სატანაზე ასათასჯერ საშიშარი მბრძანებელის - მძვინვარების - ჭკუადმყოფელ ყოველ სულდგმულს ეშინია, ცათა შინა მსუფევი და ყოველივეს მგე მშობელი - ბოლობოლო - ცის ბელადი - ათათასჯერ "სტალინია"... შემქმნელი მწველ ტარტაროზის, მჭამელი ცეცხლის მთოვარე, ქვესკნელის ცეცხლზე ათასჯერ არს ცეცხლოვან და მცხუნვარე! არქანგელ იაგუდიელს სათქმელი აქ ეს ჰქონია - სასტიკია ღმერთ ათასჯერ - ვიდრე თქვენ - მოკვდავთ - გგონიათ... 8... ჯაჭვახსნილი ამირანი აზანზარებს კავკასიონს, გორგასლურად შემაზარებ მოყმემ მტერზედ გაიწია, ვეფხის ცეცხლურ ტყავ მოცმულსა სულბობოქარ საქართველოს - ერიდეთ ღვთის გმირთაგმირსა ეშმაკები გასწივიან... მის მარჯვენის მძლიერებელს უკვდავების ღმერთი ქვია, მქუხარებს ბრგე ბაგეთაგან - ოდითგანვე მივარგია, არწივ-ლომ-ხარ ანგელოზურ მუზარადი დაურქვია, კოლოსალურ ძალის მქონე გრგვინავს გულით გივარგია... ბიბლიურ დავითისამებრ მაგოგთ გოლიათს შუბლს უპობს - ქრისტეანობა მეფური თავდასხმის რელიგიაა, წინაშე სიყვარულისა ბოროტს არრას არ დაუთმობს, მართლის დიდება ქართველის ღვთიური რეაქციაა... მზე იესო ქრისტე ღმერთი სიმართლითვის მებრძოლია, მასთან ერთად ყოველი და ყველაფერი იოლია, ყოვლადწმიდა გვაზიარებს სიყვარულის ოქროს ნათელს - არქანგელი სელაფიელ უნთებს დიადს უქრობ სანთელს... 9... სუფევავ და მეუფებავ, ნათლთ-ნათელო მნათობელო, სულიწმიდის ცეცხლით გვნათლე ღმერთო ქრისტევ დიდებულო, სასუფევლის სიხარულის სიყვარულით მგალობელო, სამოთხის ვარდთ სიმღერებით მოამბორე ცის ბულბულო... მზე პეპელა დაფარფატებ, გცვივა ფრთათგან ნეტარება, უკვდავების ელექსირის მუსიკით რწყავ ნაზ ყვავილებს, ოქროსფერი ბრწყინვალებით ცეცხლისმფრქვეველ ელვარებას - გამოსცემ და ნათელსა ჰფენ ედემის ბაღს მოყვავილეს... ქრიზანთემები, ტიტები, ორქიდეა და მიხაკი, წითელი ყაყაჩოები - შენ სიყვარულით იწვიან, ნაზად გაშლილი შროშანი და მოზიმზიმე ზამბახი, ია და მორცხვი მიმოზა - სუყველა თავს შენ გიხრიან... არქანგელი ურიელი ათოვს უჭკნობ სულთ - სინაზეს, შენგნით ძალა მიცემული აფრქვევს ყველა სილამაზეს, შენ გინთია ლურჯ ზეცაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავები, ცხრათვალა მზეს შენ მიეცი ნიჭი ბრწყინვის თეთრ სხივებით... 10... დიდებავ და ძლიერებავ ცხებულ მეფე ბაგრატიონთ, ფარნავაზის, ვახტანგ მეფის, სააკაძის გამომზრდელო, ვარსკვლავიან ცა მოსილო მეუფეობ ოთხ სტიქიონს - მესიისა მახვილისა - დავით მეფის წარმმართველო... სამშობლოს ზეცას შეწირვა მოოქრილ მზის ასოებით - დემეტრეს და ქეთევანის ამოგილამბავს გულებში, უძლეველ რწმენით შენდამი და მზიურ ცის სასოებით - იბრძოდა შენთვის ვეფხებრივ ერეკლე მეფე ბრძოლებში... არწივისამებრ უმზერდა მომავალს გულ ძლიერებით - აბრწყინა შენის შეწევნით მამული გიორგ ბრწყინვალემ, ცეცხლის ცისკარად აენთე მაღალო ძეო სამების - საქართველოის ზეცაზე ქრისტემ მზეთამზედ იალე... რაფაელი მოგვიგზავნე, ხელი შეგვახ იდუმალი, მოგვიშუშე ჭრილობები სამკურნალო მწვანე ალით, აღადგინე დიდი დედას - სულიწმიდის ზე ტაძარი, დააბრძანე ოქროს ტახტზე მეფეთ მეფა მზე თამარი... 11... უკვდავების ყოვლადწმიდა უძლეველო მბრძანებელო, ჯოჯოხეთის ცეცხლის ბჭეთა სულით შენით შემმუსვრელო, გაუკვდავა მამა ღმერთმა ყოველივეს გამგებელო, სიკვდილითა - სიკვდილისა - აღდგომითა დამთრთგუნველო... ნოეს დროს დედამიწაზე წარღვნისეული განკითხვით, მყრალ სოდომზე და გომორზე ცეცხლის წვიმებით ბრიალებ, ზეციერ სასწაულთ ახდენ მოსეს მიცემულ ხის კვერთხით, ედები მაყვალს შეუწვლად, რომელ ლურჯ ალად ბრდღვიალებ... ეგრეთ მოგვმართე უფალო - დრო არის - აღდეგ - ლაზარე, მწყევარი შენი წყეულმც ვყო, ვაკურთხო მაკურთხებელი, ვით ცეცხლოვანმა ფენიქსმა ფრთაები ცეცხლის გაშალე, ქართველთა მზედ აღმოენთე ძლევაი ვით საკვირველი... გულის სიტყვა წარმოთქმული სიყვარულის სადიდებლად, ღმერთის რწმენა აქცევს შეუძლებელს შესაძლებლად, სასოებით ამოავსებს სამყაროეთს სულცარიელს, მთებს დაძრავსო წმიდა ლოცვა ამბობს მნათე მზე გაბრიელ... 12... შენ გადიდებს სამებაო თეთრი ლომი წმიდა გიორგ, მებრძოლი და ახოვანი მარად ძლევით მოსილია, ღვთაებრივი შარავანდი შვენის მხედარს გვირგვინიორს, მარადიულ სიყვარულის მფარველ მცველად შობილია... ოქროს მანტია მოსხმულსა, მარჯვენით შუბშემართულსა, მარცხენით უპყრის სადავე ცეცხლისმფრქვეველი მერანის, ოქროს უნაგირს მჯდომია და ვერცხლის უზანგ ფეხდგმულსა - აცვია ვერცხლის ჯავშანი ღვთის სიტყვის ოქროს დედანის... ალისფერად მოელვარე ცისფერ ცეცხლის ორლესულ ხმალს - ხმარობს დრაკონთ შესამუსრად მოყმე ლომებრ სულმძვინვარე, გრგვინვა ჭექა ქუხილებით დააქროლებს ცაზე თეთრ რაშს, ოქროს მშვილდით ელვებს ისვრის ვედრებათა მზე მთოვარე... გველსა თავზე ფეხსა ადგამს მეომარი მშვენიერი, ეკლიანსა წითელ ვარდსა შვენს მეფური ზე იერი, ძალი შესწევს უზენაეს ღვთის დიდების გამომთქმელი, ეშმაკთ მარად იგ ამარცხებს ვით არქანგელ მიქაელი... 13... შენ შეგშვენის მგეთამგეო თაყვანცემა მარადისი, ყოველივეს მეუფე ხარ სუმუს დეუს დომინუსი, უთეთრესად მობრწყინვალე სასუფევლის პარადისის - უკვდავების მბრძანებელი ხარ უფალი მზე სიმუსი... გიგალობენ ანგელოზნი გიორგიუს უზენაესს, განფენილი სუფევითა ყველაფერში უფლობ მეგა, დო რე მი ფა სო ლა სი დოს - პირველსა და უკანასკნელს - ანისა და ჰოეს სულსა გქვია ალფა და ომეგა... მზიურ ოქროს ეტლში შებმულ - ფლოქვებიდან ელვის მთოველ - ცეცხლოვანსა თეთრსა ცხენებს დააქროლებ მეცხრე ცაზე, აფრქვევ სხივთა ღვთიურ ნათელს სულეთის ცის არეს ყოველს - ცეცხლის ფაფარ მობრდღვიალე ლომთალომი მზე მზეთამზე... მამა ხარ ჩვენი, რომელი სუფევ წმიდათა გულს შინა, ძლიერ არს სახელი შენი მდგომელი ყოველთა წინა, ვითარცა ცათა ცას შინა გიშლია ფრთენი შუქმფენი, ეგრეცა ქვეყანას ზედა მოვედინ სუფევა შენი... 14... შეისმინე ღმერთთა ღმერთო ქართველთ გულის ღაღადისი, ყოვლისშემძლე ფრთათა ქვეშე შეგვიფარე კურთხეულო, განაბრწყინე ქართულ ცაზე უკვდავების მზის აისი, ღვთაებრივი შუქი ჰფინე მეომარ სულთ სხივ-გზნეულო... ქრისტეანის ჰეროიკულ სულით ანთე ქართველობა, ერთ ოჯახად შეგვამტკიცე მეფე ქრისტევ უძლეველო, შეგვამეცნე ზეციურსა ღვთის შვილების მძლე ერთობას - რომ დაერქვას ქართულ ძალას ერთიანი საქართველო... ვისაც რწმენის სული გვიდგას, ვინც თვის გულში აღგადგინა, ერთ მუშტადა შეგვკარ ერი და მოგვმადლე მგე ბუნება, ნებისყოფის სიმტკიცე და რკინისებრი დისციპლინა - მოგვანიჭე სისადავე თავისუფალ პიროვნებათ... ცეცხლოვანი სუნთქვა წყევლის და მახვილი მხილებისა - აელვარე ერის მტერში მქუხარება ელვებისა, სამართალი სიცხადეს და სითეთრი კი ამაღლებას - უცილობლად კვლავ მოიტან მოთმინებით გამარჯვებას... 15... მამავ, ძევ და სულიწმიდავ - მეუფეო საანგელოს - მოეც ქართველს ძველთაძველი პირველქმნილი მძლე შეგნება, უკვდავებით ერთგულება სიყვარულის და სამშობლოს - დაგვანათლე სამებაო წმიდა სულის გულ-გონება... განგვანათლე ზეციური დედა ენის რელიგიით, სულიწმიდა ნაზ მთოვარეს რათა გვქონდეს სასოება, ამოგვივსე შინაგანი ცეცხლოვანი ენერგიით, რათა ვთესოთ ქვეყანაზე ღვთაებრივი სათნოება... სასუფევლის სიმშვიდეთის სულში ჰანგთა ჰარმონია, სილამაზე რომელიც რომ ვუალებით მალულია, სინაზეთის სისათუთის სიფაქიზის სიმფონია, ჭეშმარიტი სიყვარული - გვამეცნ რომელ ფარულია... ქრისტე ღმერთის თავგანწირვა და მცნება ვინც შეიწყნარეთ: "შეიყვარეთ ერთმანეთი ვითარცა მე შეგიყვარეთ", მოასწორეთ გზანი უფლის, შეისმინეთ მღაღადებლის, შეინანეთ, რამეთუ ხმა - მოსრულ არს - ღვთის სასუფევლის... 16... სადიდებლად შენი ნების გვიდიადე საქართველო, რადგან შენსა სისრულეში არაფერი არს ფარული, უკვდავ სულთა ისმს გალობა როს ციერი რეკ სამრეკლოს: "შეიმოსეთ წმიდა სული - შეიყვარეთ სიყვარული"... ეტაკებ უსამართლობას სიმართლის შუბით პირდაპირ, სულით ქართველი იყენებს ღვთის სიტყვის ბასრ იარაღებს, ვაჟკაცურ პატიოსნების ღვთაებრივ ქართულ პრინციპით - უცოდველობა ცოდვაზე - სიწმიდით მუდამ იმარჯვებს... აქ დაღვრილი ცრემლის ფასი ვინც არ იცით და წმიდანთ მტრობთ, ვინც სამშობლოს ღალატობთ და მას "ოცდაათ ვერცხლად" ყიდით, ღმერთ სამების მძლე სახელით წყეულმც იყავთ ვინც უარყოფთ - ქართულ მიწად დაქცეულსა წინაპრების სისხლის ყივილს... მართალი და კეთილ მიიღს ღვთის სიყვარულს ტკბილს და ამოს, მზაკვარი და ბნელი მოიმკს ჯოჯოხეთსა ცოდვის გამო! წარსულ-აწყმო-მომავალის მბრძანებელო ყოველ წამის - მართლმსაჯულო ჭეშმარიტო შენსა ღვთიურ კარმას ამინ... *** მძლე თითების ნაზ შეხებით კოცნის თეთრ და შავ კლავიშებს - სასუფევლის ოქროს ჰოლში მამა უკრავს პიანინოს, ცა მარიამ ოქროს ქნარზე თოვს ჯადოსნურ ვერცხლის ჰანგებს, მზე ამური ღმერთი ქრისტე აკვნესებს სიმთ ვიოლინოს... ცეცხლის ექვს ფრთას აშრიალებს, სერაფიმი უმღერს დიადთ, გალობს თრთოლვით ათასთვალა ქერუბიმი გალაკტიონ, მეომარი იბერია სივრცესა ჰფენს ლომურ ღრიალს, ჯაჭვახსნილი ამირანი აზანზარებს კავკასიონს... სუფევავ და მეუფებავ, ნათლთ-ნათელო მნათობელო, დიდებავ და ძლიერებავ ცხებულ მეფე ბაგრატიონთ, უკვდავების ყოვლადწმიდა უძლეველო მბრძანებელო, შენ გადიდებს სამებაო თეთრი ლომი წმიდა გიორგ... შენ შეგშვენის მგეთამგეო თაყვანცემა მარადისი, შეისმინე ღმერთთა ღმერთო ქართველთ გულის ღაღადისი, მამავ, ძევ და სულიწმიდავ - ბრწყინვალებავ საანგელოს - სადიდებლად შენი ნების გვიდიადე საქართველო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი