სააკაძის ძეგლთან
მოულოდნელიც ხომ ხდება, სიდან სად მე ხომ არ ვიცი, შემომეფეთა ხატება - ვისაც არსებით განვიცდი... იდუმალ ბედისწერანით ამ შეხვედრის დროც მოვიდა, მზადყოფნაშია მერანი, გიორგიმ ხმალი მოზიდა... ჩემში მებრძოლი გაკივის, სისხლი ამიდუღდ მეომარს, წინაპრის სული მიყივის, გული გუგუნებს საომარს... ნეტაი იმ დროს როდესაც მტრისა სისხლს მოწყურებული, ბრძოლის ქარცეცხლში ოდესღაც იწვოდნენ გულანთებულნი... სასწორზე დადო სიცოცხლე, გამარჯვება ან სიკვდილი, ო რამხელაა ექსტაზი, ო რამხელაა წყურვილი... როგორ მძულს, ვწყევლი ამ ხანას, მეტიჩრების და ლაჩრების, მინდა გადავწვა ქვეყანა სულგაყიდული ვაჭრების... ენა დავაჭრა, ნაბოზრებს, სამღვდელოებას ქუსლები, მწყურის მოღალატ ნაბიჭვრებს დავაყრევინო თავები... ო როგორ კაიფს განვიცდი, როს ვიცი რაიც მოგელით, მოდის მეუფე დიადი, თეთრ ჯოჯოხეთის მთოველი... როგორი დიდებულია მხედართმავარის გენია, ცეცხლივით ანთებულია - შალა თეთრ რაშმა ფრთენია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი