ფანტასტიკის სფეროდან


ცეცხლის შუბ ამოწვდილი მებრძოლი გულშეშლილი -
ბრძოლის ქარცეცხლში სულ წინ - მივიწევ უშიშ მარშით,
უკვალავ გზებს მივაპობ - ცეცხლის ფაფარ აშლილი -
ფლოქვთგან ელვათ მთოველი - ჭენებით მი თეთრ რაშის...

-

მიყვარს მუქლურჯ ზეციდან ალესილი კლანჭების -
არწივული თავდასხმით გველეშაპზე კვეთება,
დღეს კი მინდა გავერთო ფერებით სხვა ზმანების,
მიყვარს მე ამ ჯუნგლებში შენ თვალთ შემოფეთება...

გალანტურს და უნაზესს გიხდება მზევ შავები -
ელეგანტურს მაგონებ ზამბახისფერ პანტერას,
ღრიალებენ ველური ჩემში ცეცხლის ვეფხვები,
ცხოველთ მეფე გიმღერი ო ამ ველურ სიმღერას...

ველური ამბორებით დაგიკოცნო ტუჩები,
მინდა რომ სულ დამდაღო შენი ბასრი ბპრჭალებით,
მომწონს ეგ თამაშები და ლტოლვა დიდ კატების,
გეფერებით გულიდან ცხოელ იდუმალებით...

ცით გიყარო მწადია უწითლესი ვარდები,
მინდა გიძღვნა სულიდან ხატად ეს საჩუქარი,
გულზედ ცეცხლი მედების როდესაც მელანდები -
ცეცხლისფერში მოსილი ქალი  იაგუარი...

-

მი გულში მოყვავილე ღვთაებრივი ლექსი ხარ,
ო რამდენი ხანია სიყვარულით ავად ვარ,
ცეცხლოვანი სინაზის შენ ველური ვეფხვი ხარ,
მზისფაფრიან მეფე ლომს ჩემი მეფა მიყვარხარ...

---

თქვენს ურწმუნოებაზე ეხლა პასუხისათვის -
მსურს ქრისტეს წინაშე მდგომმ  შევთხოვო უფლება ღმერთს,
ო არიან ისეთნიც ვინც სიყვარულისათვის -
შეგნებული ბიჯებით თმობს სისხლის სუყველა წვეთს...

სიყვარულის ერთგული მეომარი გაწირეთ -
თუმც ვერ კალით მი სულში მზე ნუგეშისმცემელი,
თქვენ ვერ შეწვდით სიმაღლეს, ო თქვენ მე ვერ გამიგეთ, 
თუმც თქვენდაუნებურად ჩემში კალით თვითმკვლელი...

სული მოყმე მიჯნურის და გონებრივ სინდისთან -
მუდმივად გახსნილი და სიმდაბლეში მაღალი,
ყოველთვის და ყოველგან - მე ვარ და ნამდვილი ვარ -
ჭეშმარიტ გრძნობებით და გულით მარად მართალი...

როცა მწყურის შერისხვა და გიენათ აპჭალვა,
როცა ჭაბუკობაში ვეჯიბრები ტყის ვეფხვებს,
რატომ მეფეს ვერ მიგებთ გაჭრილს მტრებთან საბრძოლად,
როცა გულით მწადია კბილი გავკრა ეშმაკებს...

საერთოდაც თუ წინ და შორეთში ვიცქირები,
რომ წინაპრის ძახილი მივაწვდინო მომავალს,
ჩემზე რატომ მღელვარებ, მზეო შენ რად წუხდები,
რატომ მართმევ უფლებას ვწირო ხმები აღსავალს...

ო მაბრალებ ძვირფასო, ალბათ საუკუნეა,
საერთოსთვის ვიღწვივარ, ჩემთვის არ მითხოვია,
უფალისთვის არარა, გარდა თავგანწირვისა,
რომელიც რომ ქართული აღმავლობის მთოვია...

ო აქედან მოვიდა ყოველივე ლამაზი -
რაიც გულს უხარის და სიყვარულის ფერია,
ჩემთვის არაფერი და მხოლოდ გრძნობა სინაზის -
ვინატრე და მაჩუქეს - ყველაფერი ჩემია...

ყველანაირ ბრძოლაში გთხოვ შენ გვერდში მიგულე,
გთხოვ შენ გვერდით მიგულე თუ დაგჭირდე რამეში,
მხოლოდ არ ვართ ღალატს და დალშე ყველა სირთულე -
დაიძლევა გრძნობებით ამ უკუნეთ ღამეშიც...

როს მტაცებელ ვნადირობ ნუ გსურთ მი გამოცდები,
ამ სულშიგან არსებულ გრძნობას  ვერვინ მომტაცებს,
სამი წელიწადიც და თუ არგზის გათხოვდები -
მერე ერთ დღეს მოვალ და მაგ ნაზ გულს - მოვიტაცებ...

-

ყველაფრის რაც გაჩუქეს იცოდე რომ მის "ფასი" -
გაგიგის ხომ ყოველს რომ უნდა დამსახურება,
თუ გსურს მიიღ და შესვი ღვთიური ცეცხლის თასი -
რჩეულ ვერ გაექცევა ამ ქვეყნად მწუხარებას...

ვით მიჯნურს ევალების აბაროს გამოცდები -
ქრისტეს წინაშე გრძნობის ამტკიცეთ ერთგულება,
წინაშე სიყვარულის ცრემლებით იბნიდების,
სადარაჯოზე ღმერთის სდექთ მტკიცედ - უკვდავება...

-

სინამდვილეში რა ხდებ, მწადია ესეც ავხსნა,
ყველაფერს გაპატიებ, უსიყვარულოს გარდა,
მოვირგებ ნიღაბს ათასს - მხოლოდ ვიც - ღმერთში არს ხსნა,
მე მე ვარ, მე შენ მწამხარ, თუმც ეს ღრმა უშვებს ფარდას...

-

ათასი წელია ვგრძნობ სინაზეს იისფერის,
ათასი წელია მწვავს ტრფობის ზაფხული მწველი,
ათასი წელია წვიმს და გულ სიყვარულს მღერის,
ათასი წელია თოვს, გრძნობას ვითმენ და ველი...

სურს ყველას აღმერთებდნენ, ყველას სურს სასურველი, 
მაგრამ იგივე გასცეს ყველას არ შეუძლია,
მთელი არსებით წამდეს და გული ანდოს მთელი -
მხოლოდ იმა სულს ძალუძს ვინც გრძნობით "შეშლილია"...

ო ახლა სულერთია, გწამს, გჯერა თუ არ გჯერა,
მსხვრეულს გაამთელებ ვერ - გულს რაინდის და გმირის,
ღმერთივით მწამს ეს გრძნობა, ზეცამ იცის რომ ვერა,
ვერგზით გაუგებ მზერას - ვინც ამის გამო ტირის...

-

თვალებში ჩახედავ ცას - შეცურავ გრძნობის ზღვაში -
შეწირავ ყოველს ოღონდ - გულში მზედ მარადობდეს,
შეგიყვარდებათ როცა - სითბოს გამიგებთ მაშინ -
თავ-დავიწყებას სრულსა მიეცემით მზე ოდეს...

მავალდებულებს გული ზღაპარის დასრულებას,
ო ეხლა მე ამ სიტყვებს ლექსის მუზას ვწერ მხოლოდ,
სიცოხლე სიყვარულის ხომ აფრქვევს სურნელებას,
აქედან ყველაფერი კარგათ იქნება ბოლოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი