ორი ფანტელი


მოდის სინაზით თეთრი ზამთარი
ხამხამით თოლთა ყინვის წამწამის,
ყვავის სილურჯით ვითარ ზამბახი,
თოვს სერენადებს სული ამ ღამის...

ეტლში შებმული თეთრი რაშებით -
სადღაც შორს მიქრის გულის ფიქრები,
ვხატავ ფიფქიას, ვეხებ თვალებით,
სულშიგან ბარდნის თოვლის ფიფქები...

ყინვის ქარვებით ნათილისმევი -
არე სითეთრით განათებული,
ნაზად თოვლილი მეზმანებ ბაღი -
მოვერცხლილი და გაბრწყინებული...

ღრუბლებში ცურავს კამკამა მთვარე -
საოცარ შუქით შემობურული,
ეფინებ სივრცეს ჰანგი მდუმარე,
ეჩურჩულება თეთრ ვარდს ბულბული...

ცად ვარსკვლავების ციმციმ-ნათება -
ოცნების ფაქიზ სურათებს ბადებს,
თეთრი ქალღმერთის ნაზი სახება -
ლურჯ ღამეს სათუთ სიზმრებით ანთებს...

კოცნის სინაზით ზამბახი თეთრ ვარდს -
ლურჯ ლაჟვარდების - ცაა მთოველი,
და სიყვარული ეხლა და ამ წამს
სულაც არაა მიუწვდომელი...

თრთიან ღრუბლებში თეთრი ლანდები -
შლილი ფრთაებით თეთრი გედების,
მი სერაფიტა თვალთ ელანდები
და მავსებ ღვთიურ ნაზ იმედებით...

ვგრძნობ გულში ცეცხლის აგიზგიზებას,
გრძნობათ კოცონთან მიჯნური ვთბები,
ცისკრის ვარსკვლავის აკაშკაშებას
ვუმზერ თრთოლვით და სიცოცხლით ვტკბები...

სულში მადნება ნაზი ნათელი -
შეყვარებული სამყაროს არსის,
ეშვება ციდან ორი ფანტელი -
ფაქიზი ცეკვით ვერცხლისფერ ვალსის...

სინატიფეთის მთოვ სიიისფრედ
გულშიგან ყვავის სული სისრულის,
უფალო - შეგთხოვ - მიმარადისე -
ფერები სათუთ ამ სიყვარულის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი