თოვს


შეყვარებული ღმერთი
ასიათასი წელია ვიტანჯები...
გადაიხსენი ვენები, დანებდი, ვერაფერს შეცვლი!!

- ხახახახა...
დამცინის გალა...

ზეცა დუმს...

ღვთაება მამშვიდებს...

გული გულწრფელობას მთხოვს...
-
ქარი ქრის...

წინ! 
მარად წინ!! 
მაღლა და მაღლა!!
სული მიიწევს!!
წვიმს...

ისევ მარტო ვარ,
სადღაც ღრუბლებში,
გადაკარგული,
ამ სამყაროსგან ძალიან შორს!!
იქ სადაც თოვს!!
ძალიან შორს!!

თეთრი მუზიკა...
მუზიკა სინაზის...

თან თბილა, თან თოვს...
-
სულის ოაზისი:
სრული ჰარმონია,
სუფევს იდილია,
იქ სითეთრე მეფობს...

თეთრი პეიზაჟებია...
იქაური - თეთრი პოეზია:
სიფაქიზე-სისპეტაკის აპოთეოზია...

ცათა ცა, 
სასუფეველი,
სიწმიდის სამეფო:
ზე აზიზია...

საფრენად თეთრი ფრთეებია...
ფრთაშესხმულია - ზე ფანტაზია:
იქ შემოქმედი ყოვლისშემძლე სული - თეთრი ანგელოზია...

იქ გული სინაზეს თოვს...
იქ სიყვარული მეფობს...
-
გულის გულში,
მეოცნებენი ცხოვრობენ იქ,
იქ სადღაც შორს,
იქ სადაც შეუძლებელი არაფერია,
იქ სადაც
თოვს:
სიყვარულისფერი 
სათუთი
ზე შეგრძნებები
თოვს...
-
სიცოცხლე,
სიკვდილი,
სულ ერთი წამი, მაშორებს სასურველს,
იქ მინდა,
სულ სხვაგან,
აქედან რაც შეიძლება შორს!!
თოვს...
თოვს...
თოვს...
ასიათასი წელია თოვს,
თეთრი ქალღმერთი,
ფრთაფარფატა,
ო, მე ის მახსოვს!!
სრულყოფილია,
ის ასე მბობს!!
იქ სადღაც შორს,
გული გრძნობს,
ყველაფერს გრძნობს...
ხოდა მეც ვთოვ,
სიყვარულს,
ცრემლებს,
ფიფქებს,
ვთოვ...
-
ამ სამყაროში
ვერასოდეს გამოვხატავ მუსიკას
რომელიც გულშია,
ამიტომ ვთოვ...
თეთრი პრინცი,
გარდაქმნილი უკვდავებად
ვთესავ სითეთრეს,
თეთრი სამყაროს
თეთრ თვითმკვლელობას,
თეთრ მარადისობას
ვთოვ...

როცა ღმრთაება მკოცნის თვალებზე,
იმ წამში,
იმ ფერში გარდაცვალება მსურს!!
-
მი გულის მელოდია მახსოვს...
წმიდა იყო ის სიყვარული...
- ღვთაებრივი...

ისიც საოცრად გავდა იმ ერთადერთს...
როცა მგავსი გრძნობა კვდება,
თავადაც კვდები...

მწვავს აპათია,
მშთანთქა კოსმიურმა მუზიკამ...

ვეწამე!!

სიყვარულისაგან,
სიყვარულით,
სიყვარულისთვის:

ცრემლებითა
და
გულისმიერი ტრფიალებით:
ავაგე სულიერი
- თეთრი ეკლესია...

შიგ:
თეთრი ზმანებები ქრიან,
თეთრი სანთლების თეთრი ალები ჯადოსნურად თრთთიან,
ფიქრების სამეფოს დიდებულებაზე თეთრი სერაფიმები მღერიან,
თეთრი სურვილები ცათა ცის მწვერვალს წვდებიან...

აზრს ვეთანხმები:
თეთრი ფიფქები 
ლამაზად ცოცხლობენ,
ლამაზად "კვდებიან"...

მე იქ მომელიან,
იქ სადაც უკვდავნი იბადებიან!!

გარდავიცვალე გლოვაში...
თეთრი ოცნება გულში ჩავიმარხე,
რომ ზეცაში იყვავილოს მერე,
მერე, როცა ფიზიკური სიკვდილი გააცოცხლებს - გაანთავისუფლებს სულს,
სულს რომელსაც უყვარს
- თეთრი ქალღმერთი...
-
ცა სულის სარკეა...
იგ ცრემლებით იზიარებს ჩემს განწყობას...

ქარი ქრის,
წვიმს,
თან თოვს...

სევდას,
სინაზეს,
ტკივილებს,

ასიათასი წელია თოვს...
-
ხო, ვიც:
დასასრული - ახალის დასაწყისია...
სითეთრე, სიცხადე:
სიყვარული შინაგანი აპოკალიპსია...
თოვს...
სინანულის ცრემლს,
სულიერ და ფიზიკურ გარდასახვას,
ფერისცვალებას,
აფრთიანებული
თეთრი პეპელა
თოვს...
მწამს,
ვგრძნობ...
გული:
შეყვარებული შემოქმედი
მარადწამ
თოვს:
სრულყოფილებას,
უსაზღვროებას,
სუფევას
თოვს...
-
ნათლთ-ნათელისა
მატყვევებენ თეთრი სხივები...
გრძნობს,
გული საოცრებებს გრძნობს...
თეთრი მთოვარე თოვს ფიფქებს,
თეთრ ფიქრებს თოვს...
ფიფქების თეთრ ზღვაში
იგ ხატს ხატავს სრულს...
ყველაფერი ყველაფერში
სული უსაზღვროებაა,
ჰოდა მღელვარე გულს
მასში შეცურვა,
თეთრი გრძნობების ოკეანეში ჩახრჩობა სურს...
-
წერენ ფიფქები თეთრ პოემას,
რომ გამოხატოს მეფე პოეტმა:

თვისი სულის ეპოპეა...

თეთრ მუზასთან,
იგ სიკვდილთან მოელის პაემანს...
ელის ანგელოსს,
მას ვინც აქედან წაიყვანს...

შორს,
რაც შეიძლება შორს...
იქ სადაც თოვს...
- სიყვარული თოვს...
-
ბავშვობიდან...
ყოველთვის,
ყოველდროს,
ყოველგან:
თეთრი სამყაროს თეთრი პრინცესას,
ფიფქიას ხატება - დამდევს თან!!
მისი შეხება:
თეთრი ქალღმერთის მი გულთან,
სულთ წმიდა - უკვდავების ამბორება:
სიყვარულში გარდაცვალებას,
შინაგან აფეთქებას,
ღვთაებრივ ეიფორიას,
სრულ ექსტაზს
გავს...
როცა თოვს,
როცა თეთრი ანგელოსი თოვს:
მთელი არსება თრთთის,
მთელი არსებით ვგრძნობ,
მთელი არსებით მწამს...
მიყვარს...
აქედან იქ მიყვარს...
ეს შეუძლებელს უდრის თითქოს...
გამოუთქმელ ნეტარებას ვგრძნობ...
-
ხო, მე ვგრძნობ...
თეთრი ფრთაები მაჩუქეს,
თეთრი რეალობა შეელექა სულს...
სითეთრეში სუფევს მისტიკა,
მარად მიყვარდეს - მთელი არსებით მსურს...
ხო, მე მწამს...
ეს ემოცია მარადიულ სულიერ გაცისკროვნებას გავს...
სავსე ვარ,
ვპოე სიმშვიდე,
ცივსისხლიანი გული აღარ წუხს...
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის...
ქარი ქრის...
წვიმს...
ისევ თოვს...
-
თეთრი სული:
ზეცის მარადიულ მუსიკას,
გულის უკვდავ რიტმებს,
სინაზის უზენაეს ნოტას:
თეთრ სიყვარულს
თოვს...
-
ბოლო აკორდად,
ზე ემოცია:
იგ ცრემლი სიწმიდისა,
სულს ათბობს...
როცა თოვს,
როცა ზეციდან
თეთრი ვარდები თოვს,
გული სულყველაფერს გრძნობს,
სიყვარულზე მეფობს...

- ხახახახა -
შეშლილი ვხარხარებ...

თოვს...
თოვს...
თოვს...

13-07-2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი