მის
კრისტალური და მოთოვლისფერო, ნაქანდაკარი და ზღვისფერია, შენი სხეული შროშანისფერო, ქათქათაა და მთვარისფერია, შენი თითები საამბორები, თავს რო დამასხა ცეცხლის რეტია, შენი ფეხების აშავერები თეთრ მარმარილოს ორი სვეტია, შენი გულმკერდი მოვარდისფერო - დამწიფებული ყურძნის მტევნები, ტუჩთა შეხებით და მომზისფერო - ცეცხლოვან ლტოლვით საალერსები, გედისებური და ჩამოქნილი ეგ შენი ყელი ბროლისფერია, სატკბარუნება შენ ყურთ ბიბილო მოსათუთისფრო თუთისფერია, სიფაქიზეთით თითთ მოსაფერი - მზისფერია და ოქროსფერია, ეგ თმები ვერცხლის ჩანჩქერისფერი - მბზინვარეა და წვიმისფერია, როს იღიმები და ელვარებენ შენი კბილების მარგალიტები, ეგ მოციმციმე გულს ატყვევებენ შენი თვალების გალაკტიკები... მოზამბახისფრო და მოცისფერო, ულურჯესია და ღვთისფერია, მოყვავილე და მომარტისფერო, მი სიყვარული იისფერია, გრძნეულ თრთოლვად და ჟრუანტელებად შენ ნაზ მუცელზე რბოდეს თითები, გრძნობის ჯადოსნურ თეთრ ფანტელებად შემოგისიო მსურს სულს პეპლები, შედევრისფერო და ალვისფერო - თლილ წელზე - ხელი რომ შემოგხვიო, ანგელოზების მოთეთრფრთისფერო მკლავები ყელზე მსურს რომ მომხვიო, მოალუბლო და მომარწყვისფერო შაქრის ტუჩები დაბანგულია, მომაყვლისფრო და მოთაფლისფერო - ამოგიკოცნო თვალნი მწყურია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი