უსათუთესს


ცამეტი წლის ბავშვი ხარ და
ნაზს გაცვია მოკლე კაბა,
ფრთაფარფატით სულ ქრიხარ და
ეცეკვები ჰაერს სამბას...

სახე შენი - სავსე მთვარე -
სილამაზით თოვს ნაზ ზღაპარს,
თავისუფლად მონარნარე -
ანგელოზის გევხარ ტაძარს...

თეთრ კალების თლილ თითებით
ეფერები ფისოს ნაზად,
გიყურებ და უხმოდ ვდნები
და ვანთივარ შენთვის სანთლად...

მიგულიხარ ცა-ლაჟვარდად,
ვგრძნობ უთქმელს და უსათნოესს,
მინდა გითხრა რომ თეთრ ვარდად
გულში გზრდი მზეს - უსათუთესს...

მაგრამ რადგან ბავშვი ვარ და
ვიცი მარტო ჩუმი ტრფობა,
ესე შორით გიმზერი და
ჩემში ვმალავ ფაქიზ გრძნობას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი