1 6

თითები თეთრი კალების


ვიძირებ - ალიცლიცებულ ლილიისფერი ალების -
ცა-კოსმიურსა თვალებში ულურჯეს უსასრულების,
მაგიურ იდუმალების თითებით თეთრი კალების -
სულზე მეხება ძალები მიღმიერ უსაზღვროების...

გულმოყვითალო ზამბახის ლურჯ მზის სხივებით ელვარებს,
კოსმოსი აკაშკაშებულ ვარსკვლავთა ყვავილთ მოლია,
ლურჯ კაბიანი სამყაროს და თეთრ უფლისწულ მთოვარეს -
ჯადოსნურ ტრფობის სიმღერამ და ცეკვამ ამიყოლია...

ულურჯესად მოზიმზიმე ლურჯ გედს ფრთები გაუშლია -
გალაკტიკურ მუზიკაზე ცეკვავს ლურჯი ბალერინა,
მხრებზე მბრწყინავ ჩანჩქერებად ლურჯი თმები ჩამოშლია,
გასაოცარ ნათელს აფრქვევს ცის მზეთამზე ანგელინა...

წერს გულის სისხლის მელანით, ნაზ სერენადას უმღერის,
ულურჯეს ზამბახს გულკრძალვით - უგალობს თეთრი ბულბული,
სულთრთოლვით იწვის და დნება, ეტრფიალება ლურჯ მერის,
თეთრ ანგელოსის თეთრ ფრთაებს შეაწყდა თეთრი ბუმბული...

სიყვარულის ოქროს ფრთებით შემოსილსა უკვდავებას -
ღვთაებრივ გულს თეთრ ამურის ლურჯი ცეცხლი უკიდია,
ლურჯ ფსიქეას სიყვარულის - გულზე ათოვს ამზეებას,
სილურჯეთის დედოფალი ღმრთის სავსებით ნადიდია...

ლურჯ ღვთაებაში ყვავილობს სახება თეთრი ქალღმერთის,
ამზეებს ოქროს დალალებს დილის აისის ფერებით,
იწვის უნათლეს სინაზით წინაშე მარად თვითერთის,
სახისა მფარველ ვუალებს მიჯნური მას ხსნის მღერებით...

ანათებს, ათბობს და სუნთქავს ცეცხლისმთოველი მზერებით,
სრულყოფილების სულია, მნათეა ზეციერების,
ულურჯეს მარადისობის გაუკვდავებულ მშვენების,
სილამაზეთის ხატია, ნათება მშვენიერების...

სულის თვალი მიღმა ხედავს უხილავის ელვარებას,
რომელიც თოვს მოვერცხლისფრო ჯადოსნურსა ბრწყინვალებას,
მიჯნურთმიჯნურს ვითარ მჩუქნის უკვდავების ამბორებას -
ვხედავ მეფა ვითარ ბარდნის ცათა ციურ მწვერვალებას...

მთოვარე წინაშე მზის ოქროსფერად კვლავ ვინთები
და ვიწვივარ კვლავ სითეთრით ღვთაებრივი სიყვარულის,
მზეთამზეო მუდამ მახე თეთრ კალების ეგ თითები,
ნება მომე მარადისად გეთაყვანო სულს სისრულის...

ქალღმერთკაცო სამებაო, რომელიც რომ სიყვარულს თოვ,
წინაშე თქვენ უკვდავების შვიდი სულის სასანთლეა,
ნაზი გრძნობის ერთგული მე - ამ ბავშვური ტრფობით შეგთხოვ:
გულდადაგულ პიგმალიონს მიუკვდავ მი გალათეა...
კომენტარები (0)