შვიდობითი 17


სათუთად გაფურჩქვნილი შენ შროშანი ხარ მარტის,
შენ სპეტაკ გულის ალერსს ო რა ხანია ველი,
გადაპობილი ნაზად მწვავს ეგ ტუჩები ატმის,
მსურს დაგიკოცნო თრთოლვით ეგ გედისებრი ყელი...

ო რამხელა ხარ იცი? - საოცარ მაშტაბეთის -
მთლიანი სამყარო ხარ და გეტრფი ლურჯ ფრთებიანს,
უკიდეგანო სიღრმის შენ სულის კოსმოსეთის -
გულის უძირო თვალნი - მეგალაკტიკებიან...

სინაზის ოკეანე და სიყვარულის ზღვა ხარ,
უსაბამობის სულის შენში ჰანგები ჰქრიან,
სინატიფეთის ცაო, შენ მირიადი წლის ხარ,
უსასრულობით გყვარობ მზეს ოქროს ნაწნავიანს...

ღმრთის უსაზღვრობის ფრთები სიყვარულისფერია,
შენი ნაზი არსება უკვდავია ფერიავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი