დასასრულის დასაწყისი


ოქროს სადავე მიპყრია - დიდების მხედარ მეომარს,
გრიალით მიჰქრის, მიზნისკენ - მიმაფრენს თეთრი მერანი,
ვით არწივმ შალა კამარა, ცად  ფენიქს ყივის საომარს,
მწინამძღვრობს რომ გავარღვიო ზმანების ლურჯი ბურანი...

გვირგვინოსანსა თეთრ ამურს საფრენად ფრთები მწყურია,
ყურს ვუგდებ გულის სამყაროს მიღმიერ უკვდავ სონეტებს,
მესმის მუსიკა სინაზის და ვეტრფი რაც ღვთიურია,
სულისა ქნარზე ვაკვნესებ გაუკვდავებულ ცის ნოტებს...

მწვავს მაგია მზის და მთვარის და სხივები ლურჯ ზეციდან -
მათოვს გრძნობათ მარგალიტებს და ოცნების ბრილიანტებს,
ტრფიალებით ანთებული გულს ვუსმენ და თეთრ სულიდან -
ვთოვ ზამბახთ და ვარდთა გულის სუნთქვით წერილ ფოლიანტებს...

კვლავ მწამს ზეცა მიჯნურების და ღვთაებრივ სიყვარულის,
მდაგავს ფერი ერთადერთის ნოსტალგიურ მონატრების,
ველტვი ფერებს ამაღლების ჯადოსნური სიხარულის,
ზარებს ვრეკავ ცის სამრეკლოს უცისფერეს მონასტრების...

მთვარის სხივების ამბორზე სითეთრით ისე ქათქათებს,
ცა ისე ლამაზადაა ფიფქული ღრუბლის ფთილებით,
ეფემერული სინაზით ეს ღამე ისე ანათებს,
ვითარცა სული ღვთაების მარადიული ფიქრებით...

ზეცაზე მნათ ცისკრის ვარსკვლავს და იდუმალ ლურჯ მზეთამზეს -
ქრისტეშობის ლურჯი ღამის ცას ვუგალობ ლურჯ ალილოს,
კავკაზიის ჯადოსნურსა პოეზიის ლურჯ მწვერვალზე -
ქართულსა სულს მსურს დავუდგა ძეგლი თეთრი მარმარილოს...

გულს მიჩქარებს, ვეტრფი მაღალ თეთრ სიმშვიდით მარად მქუხარ -
ორ ზღვას შუა გაწოლილსა ლურჯსა მთებზე მნათ ალიონს,
სული მითრთის, სუნთქვა მეკვრის ვუცქერივარ როცა მდუმარ -
თეთრი თოვლის ხავერდებით შესუდრულსა კავკასიონს...

მოქათქათე თეთრ ღრუბლებზე ზემოთ თეთრი სახლი უდგას,
იდუმალსა თეთრ მყინვარწვერს  თეთრი ნისლი შელექია,
თეთრ გვირგვინის მოელვარე შარავანდი მწვერვალს ადგას -
როგორც ცისკენ აღმართული თოვლის თეთრი ეკლესია...

შინაგან სულის თვალებზე ურეალურეს ზმანების -
მეკიდებ ნაზი ფერები, რომლებიც ცას ამზეებენ,
მყინვარწვერების ნათების უიდუმალეს ოცნებით -
გრძნობები თეთრ საოცრების მი გულში ლოცვას ანთებენ...

უნაზესი პოეტესა, ფიფქთმთოვარე თეთრი ვარდი,
მზის სახება ანგელოსი, იგ მეათე მუზა საფო,
მეცხადება სულქათქათა - თოვლისფერი ფრთის ლაჟვარდით
და იისფერ კოცნებს მათოვს მარადიულ სულის სატრფოს...

სულს შემოდის ნაზი თრთოლვა, სინატიფის ფერით ვდნები,
გრძნობის ცეცხლი გულს მედება და სიყვარულს ვუერთდები,
როს მიჯნური სულს მეხება უგრძნეულეს სულის ფრთებით -
ერთარსება სამებასთან სულკავშირით ვიბნიდები...

არწევს მეფა ოქროს აკვანს და ცის მზერა ლამაზია,
ყოველივე ქვეყნად სულის, ყოველივე სიზმარია,
ცოდნა ადგენს გულის საზღვრებს რომელს არღვევს ფანტაზია,
ვრგავ გრძნობათა ქართულ ვაზებს როცა რამე მიხარია...

სიყვარულით როს სავსე ვარ უუთეთრეს ვშლი სულის ფრთებს
და ვთოვ ფიქრებს სინაზეთის სიზმარეთის მზე მთოვარე,
როგორც ეხლა უხილავად კავკაზიის ვხედავ ლურჯ მთებს,
ეგრეთ ვხედავ ცათა ციურ თეთრ სასახლეს მოელვარეს...

მაგიური საძირკვლიდან - რომელ მზიურ ბრწყინვით ელავს -
ჯადოსნური ეშვებიან ვერცხლისფერი ჩანჩქერები,
უცხოდ ცაში დაკიდებულ მარადიულ ოქროს ქალაქს -
ათოვს ციურ თეთრ პარადისს ფიფქთა თეთრი შადრევნები...

მიღმიერი და ამიერ ოაზისთა ელვარება -
მარადიულ უკვდავების სიყვარული არის არსი,
ყოველივე მახსოვს მაგრამ, სულ სხვაა მზის ამბორება,
ოქროს დარბაზს მიცეკვია მი მიჯნურთან ნაზი ვალსი...

მივსერავ ცებს ფაფარაშლილ მი ფრთიანი თეთრი რაშით,
წინ რომ მიძღვის ფრთაებშლილი ცეცხლოვანი ფენიქსია,
ხელში ცეცხლის ჩირაღდანით ცეცხლის ცისკრის მზის ერაში -
მხედრულ მარშით მივაბიჯებ ცის ამური მგე სფინქსია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი