მწუხარების მქუხარება
იდუმალებით მოსილი ჩუმი და ნაზი ღამეა, ანგელოსები მათოვენ ცისარტყელასფერ ყვავილებს, სულში რომ აღწევს სინაზით ღვთაების სიკამკამეა, ქათქათა თეთრი სამოთხის სპეტაკ ღრუბლებში ვლივლივებ... თეთრ თოვლში ყაყაჩოების და ზამბახების ზიმზიმით, თეთრ კრისტალებით მოფიფქულ ბრწყინვალე მწვანე ნაძვებით, ვალსებით თეთრ ფანტელების და ლაჟვარდების ციმციმით, ჩემი თვალები სავსეა მუზების რევერანსებით... სამყაროში არსებული ჯადოსნური ჰარმონია - მზის გარშემო მოცეკვავე ნაზი ტრფობა პლანეტების, კოსმიური ორკესტრი და სიყვარულის სიმფონია - მნუსხავს ხმები არსთა სულის შინაგანი სონეტების... მათოვს ჯადოსნურ სინაზით მთვარის სხივთ თეთრი წვიმები, თეთრ ამურს გაშლა მწყურია უუთეთრესი ფრთაების, სიიისფრეთით ანთებულ - ნატიფ სულს - გულით ვერწყმები - ვარსკვლავთა სამეუფეოს ფიფქმთოვარ თეთრი ღმრთაების... სულის ფრთათა ცაა საცა სასუფევლის მზე ანათებს, "წმიდა - გულით იცქირება, გული მისი თვალებია", სულიერი მშვენებისა ნაზი აღქმით რაიც მანთებს - სიყვარულის სათუთ ტრფობის იდუმალი ალებია... სულში ცეცხლის ალთა ცეკვას მოსდევს წამი აღმაფრენის - ცისფერ ცრემლთა შადრევნებით დანამული ცის კამკამის, თეთრ ამურის ფანტაზიის თეთრი ფრთებით ანაფრენი - როიალზე ვთოვ ნაზ ჰანგებს ათასერთი ტრფობის ღამის... ქრიან სულში ქარიშხლები სულქათქათა თეთრ ფიფქების და ყინვების მეკიდება გულზე კრისტალთ ალნი მწველი, მარტოსული და ტანჯული სულის სატრფოს ნატვრით ვთბები, ღვთაებრივი სიყვარულის აყვავებას ქვეყნად ველი... - უცოცხლია ვისაც ქვეყნად, თუნდ შემოქმედნ თვის ეპოქის, ო არ ვიცი დიდი არვინ არ "ტანჯავდა" ვისაც სევდა, არსებობა თოვს ნაზ წყურვილს, მი სულს უთხრა ხმამ ენოქის, ნოსტალგია ქრისტესაც კი, ყველა წმიდანს მარად სდევდა... ტრაგედიაა ცხოვრება მეომარ სულის გმირულის, სიმართლეს ჯვარზე აკრავენ, მიტომ გულშია დაჭრილი, ბოროტებასთან მებრძოლი სევდაა კაცობრიული - უკვდავი სიყვარულისთვის და ერთობისთვის გაჭრილი... - ზამთრის სულის მივაგენი იდუმალი სევდის კარავს, მესმის თოვლის დედოფალის სულის ნაზი მგრგვინვარება, შეაწყდა თვალს ცრემლის ფიფქი რომელ სათუთს გამოხატავს - აღუწერელ სიყვარულს და გამოუთქმელ მწუხარებას... ო არ ძალუძს ნაზ სიხარულს გამოსახვა მსგავსი გრძნობის, მწუ-ხარება თავში მალავს ჯვარს გაკრულის ღვთიურ ტკივილს, სიყვარულის უკვდავება თოვს ნაზ ფერებს უფალ ტრფობის, რომელ აღმერთს სისპეტაკის სილამაზის სულის კივილს... - ცრემლის ზღვაში იხრჩობოდე უძლურებით მოცელილი, გული გქონდეს და გტკიოდეს ყველა სუნთქვა მონატრებით, ერთდროულად გიყვარდეს და იყო მიჯნურს მოწყვეტილი, ტრაგიკული გამოცდაა სიყვარულის კელაპტრების... მკრთალად მახსოვს და მარად მწამს ის უთქმელი ნეტარება, როცა სული ნაზი გრძნობით თვის სატრფოს სულს უერთდება, ზეციური სიყვარულით ღვთაებრივი მღელვარება - მი მიჯნურის უკვდავების ამბორება მენატრება... სავსეა გულის ტაძარი მაგიურ ლურჯი დარდებით, ჭაბუკი გავჭაღარავდი სინაზის მზეზე ოცნებით, სასტიკი გრძნობით დადაგულ სულს ტანჯავს თეთრი ვარდებით, ქალღმერთი გულს ანადგურებს უიდუმალეს კოცნებით... - მამაკაცის ტრფიალების წმიდა ცრემლებს რად მჩუქნ ღმერთავ, გადაწონის მთელ ქვეყანას ო ეს გრძნობა სიყვარულის? უშენობით ვარა სანამ მი გულისა მზეო ერთავ, უმიჯნუროდ - დაობლებულს - მე არა მწამს სიხარულის... გრძნობის მეფავ, მეტრფეს მამაცთ თავგანწირულ სიყვარულის, შეუფასებს გცნობენ მხოლოდ ღვთაებრივი მწუხარებით? მოწამე მზეთ იდუმალსა გულში მარად დამარხული, სამყაროზე მგლოვიარე მწვავს ხმა შენი მქუხარების...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი