რა სიმშვიდეა, რა სინაზეა


თოვს, თოვს, თოვს, რა სიმშვიდეა, რა სინაზე ჰქრის ჰაერში,
ნაზ ფანტელების მთოველი, თეთრი, მზიანი ღამეა,
ვერარა ვერ დააოკებს გრძნობათა ამ ლურჯ თარეშში -
აამა გულში ეხლა რაც სიცოცხლის სითამამეა...

ლურჯ სამყაროსთან შერწყმული სიჩუმით ქრიან ფიქრები
და მესმის ნაზი სიმღერა სიღრმიდან ლურჯ მდუმარების,
თოვლს გავატანო ამაღამ ოცნებები და სიზმრები -
ნაზიარ თავდავიწყების მსურს სრულდეს რიტმა ხარების...

-

მთვარეულ ლურჯ ზამბახების და მზიურ თეთრი კალების -
ნაზ სიყვარულზე ჩურჩულებს ცის კოსმიური ტაძარი,
ცათა ცის სიიისფრეთის მაგიურ იდუმალების -
მეკიდებ სულის სიმებზე თეთრ კრისტალების ხანძარი...

ლურჯი მზის და თეთრ მთოვარის ტრფობაზე ზღაპარს მიყვება -
სულმობრწყინვალე კამკამი ვარსკვლავთა ნაზ კელაპტრების,
გალობა თეთრი სინაზით ლურჯ მწვერვალიდან ეშვება -
გალაკტიკების მუქლურჯ და მოოქრილ ცის მონასტრების...

მწიფე ალუბალთ უტკბესი ბაგენი საამბორები,
მჩუქნიან სიტყვებს ტუჩები, ზედ რომ უკრთიან ალები,
ამოკოცნილი ტრფიალით უხილავ თეთრ ამურების -
მი სატრფოს უუნაზესი სიყვარულს მიხსნის თვალები...

ვეთაყვანები გულიდან სათუთი ლურჯი ლექსებით -
ღვთიური სრულყოფილების შეუსადარსა სავსებას,
თეთრი ღვთაების ნატიფი ფრთაებით ნაალერსები -
ზეციერს შეერთებული ნაზ განცდით მითრთის არსება...

კოცნიან სულის კლავიშებს ფიფქიას ნაზი თითები 
და თეთრ როიალს აწყდება მუზიკა თეთრ ფსალმუნების,
უწითლეს ვარდებს ედემის ათოვენ თოვლის ფიფქები,
უუთეთრესსა სინაზეს აფრქვევს ცა თეთრ ფანტელების...

მომნუსხველ სისპეტაკეთის უუსათუთეს კოცნებით -
ნაზ სიმშვიდეთის მთოვარე მანთებენ თოვლის ჰანგები,
სად სდუმან მყინვარწვერები უიდუმალეს ოცნებით -
მიმაქროლებენ იქითკენ ზღაპრული ცის მუსტანგები...

-

დასები ცეცხლის სულისა უხილავ ანგელოსების -
ერთგულთა სულისკვეთებას და თავგანწირვის სიღრმეებს,
სინაზეს კდემამოსილი სპეტაკი მანდილოსნების,
იქ ცა სიგიჟეს მამაცთა უგალობს დიად სიმღერებს...

ანგელურ ფრთებით მოსილი და ღვთაებრივი ბუნებით -
გულის სიმდაბლის მაღალთა სიდიდით გაბრწყინებული,
ვინც ცხონდა ყველა იქაა გაუკვდავებულ მშვენებით -
სასუფეველის უბეში სიმშვიდით გარინდებული...

-

ქვეყანა ანარეკლია მკული ცის ორნამენტებით,
პიროვნება თვით ზეცაა და ღვთაებრივი სულია,
ნამდვილი ადამიანი ღვთიური შემოქმედების -
გვირგვინია და მწვერვალი და გალაკტიკის გულია...

დაუწერელი კანონის უწმიდესია ძალები -
უთქმელი ჭეშმარიტება და გულის თეთრი რჯულია,
გულით იმზირებ ულურჯეს უკვდავებისა თვალები -
წმიდათა მარადისობის ფრთაები სიყვარულია...

ოდესმე შევსვამთ ტრფიალის "მზიურ" მწვერვალთა ცხრა წყაროს,
გარდაცვალება ხომ მაინც ახსნის "ცის" მშვენიერებას,
გაიგებ მაშინ ჩემო რომ მი ახატული სამყარო -
რეალურია და გზნებით ქადაგებს ზეციერებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი