*+*
სინაზით ეთაყვანება ნაზ გრძნობის სულით შეშლილებს - უყვარს თვალები ტრფობისგან ცისფერ ცრემლებით ნამული, მთოვარის თეთრ სასახლიდან თეთრ კალებსა და შროშანებს - თოვს შეყვარებულ გულთათვის მიჯნურთმიჯნური ამური... - თეთრი მზის ოქროს სხივებზე ლურჯი მთის ნაზად ციალებს - ყინულის შარავანდედი თეთრ კრისტალებით ნაწვიმი, ფრთათა კამარა შეუკრავს, მყინვარწვერს თავს დატრიალებს შემაზარ ხმებით მყივანი თოვლივით თეთრი არწივი... ლურჯ იალაღზე კავკაზის ჭიხვინებს თეთრი მერანი, ყალყზე მდგარს სადავეს უჭერს მზისშუბოსანი მხედარი, მხარზედა აზის მებრძოლსა ამბთ მაცნე თეთრი ყორანი, ყურს უგდებს იმის ჩურჩულებს მენცარი ბრძენი მხედვარი... - ელვარე ნახევარმთვარე და ცეცხლოვან მზის ბორჯღალო - ახატია მძლე ბეჭებზე - მხარს ვეფხის ტყავ მოგდებულსა, თავს უჩინარი ჯიღების ადგას გვირგვინი ბაჯაღლოს, ტიტან ღმერთკაცის ტიტული შეშვენის გულდიდებულსა... უკვდავ გრძნობათა ჯადოსნურ სასუფეველში ნაჭედი - მიღმიურ მზის მაგიური - საჩუქარი სულთ მისანის: მგეთამგე სიმუს დომინუსს - ხელთ უკეთია ბეჭედი - კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავის რომელსაც აზის ნიშანი... ცეცხლისმფრქვევ ბედის ბედაურს შუბშემართული აჭენებს - შემაზარი და მრისხანე მაღალი ღმერთის სარანგი, მგრგვინვარებს უკვდავ ბაგეთგან და ცეცხლის ელვებს აელვებს - ოქროს მანტია მოსხმული იგ მეფე თეთრი გივარგი... (ამირანი) მოავლო არეს მძვინვარემ თვალები მზის სხივთ მთოვარი, მხედრულ მარშს მისცა ცხენი და მოზიდა მხნემ მშვილდისარი, უცთომლად ისვრის მიზანში მელქისედეკი მოძღვარი, შავი ზღვის წითელ გველეშაპს მძლემ დაადევნა ისარი... - ცამდე ადიან მიჯნურის ტრფიალის ლურჯი ლოცვები, სულიერ სამყაროეთში გმირმა მოყმემა იმარჯვა, ცით ეშვებიან სინათლის თეთრ ფრთება ანგელოსები, ლომისას ხატი აენთო, ცხრაკლიტულს ლეწავს წიქარა... მეფეთა მეფის საქმენი განგებით ითქმის საოცრად - მამაცებს გამოარჩევს და უძლევს მიიყვანს მიზანთან, მზის ორლესული მახვილით ემზადება ბრგე საომრად - დასაბამის ბნელ დემონთან და შავი სულის ჰიდრასთან... - უნაზესი სიყვარულის უკვდავება დააქვს მხრებით - ქართულ ზეცის მზის მიმდევარს და მეომარს თავისუფალს, სურვილების ამსრულებელს ანგელოზის თეთრი ფრთებით - შეავედრეთ თქვენი სული სულთ მაცხოვარ უფალთ უფალს... - ივერიის ლურჯ ველებზე დააქროლებს ქრისტე თეთრ რაშს და უგალობს გაბრწყინებას ზეციური საქართველოს, ძე კაცისა აასრულებს გაწერილსა მამის ნებას, დაარსებს მზის სუფევას და სამეფო საანგელოს... --- მე იმ ველებს სულ ყურს ვუგდებ და სულ მესმის ნაზი ჰანგი, მი სამყარო, მი ოცნება, მი დიდება ციურია, უსასრულოდ სრულქმნილისკენ მიმაქროლებს ფიქრთ მუსტანგი, ვაღმერთ მას რაც უსაბამო, უკვდავი და ღვთიურია... როიალის შავ-თეთრ კლავიშთ მიყვარს ნაზი ამღერება, სულის ქნარზე აჟღერებულ ვეტრფი ანგელთ ცის არიას, სულ მატყვევებს და სულს მინთებს წმიდა სულის მოფერება, ეს სიმღერა, ეს გალობა უხილავ მზის სიზმარია... - მაწამებს როცა მშვენება განცდებით ნატიფ სისრულის - მეღვრება გულში რითმები და ვიღებ ხელში მზის ფუნჯებს, მარადის მიუწვდომელი მიჯნურის ნაზ სიყვარულის - მი ნატვრა ისე ნაზია ვითარ ზამბახის სილურჯე... მუზების ნაზი შეხება, მარადისობის ამბორი, ანგელოსების ალერსი, სავალსო რევერანსები, ეს გრძნობა სისათუთისა და სიყვარულის ავტორი - მიყვარს მთვარეულ ვარსკვლავთა წერილი ცის რომანსები... - შემინდე მზეო მერიემ - გრძნობათა თეთრ ფიფქთ თოვაში - ეკლის გვირგვინი შევიყვარ ჯვარზე გაკრულმა პოეტმა, ვითარცა სინაზით შლილი წითელი ვარდი თეთრ თოვლში - ჩემი ცხოვრება ლექსია და უკვდავების პოემა... 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი