სხვა წვა


ჩემს გულში ახლა ამური როკავს -
ნება რომ ქონდეს ცეცხლით წაგლეკდა ,
წაგიკიდებდა გრიგალის ცეკვას
და განახებდა ვითარ აგელდა ...

ქარიშხალივით დაგაცხრებოდა -
ზღვა სიბობოქრით აგაღელვებდა ,
მთელი არსებით აგეკვრებოდა -
მოგზიდავდა და აგაგელვებდა ...

ელდისგან შემკრთალს და მოცახცახეს -
ველური ჰანგით დაგატყვევებდა ,
მინებდებოდი ცეცხლს მოგიზგიზეს -
სტიქიის ლტოლვა აგაცეცხლებდა ...

ხომ გეუბნები მასულელებ თქვა -
მე არ მივყვები ო ამ არჩევანს ,
ო საშინლად მძულს ვერძის მსგავსი წვა -
ო ეს ველური ცეცხლი დაცხრება ...

ნამდვილი მე ტრფობს იისფერ ღრუბლებს -
წვავს სიფაქიზის მუსიკა შორი :
და მაგა სათუთ ვარდისფერ ტუჩებს -
სურს მიაწეროს ნაზი ამბორი ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი