სხვა წვა
ჩემს გულში ახლა ამური როკავს - ნება რომ ქონდეს ცეცხლით წაგლეკდა , წაგიკიდებდა გრიგალის ცეკვას და განახებდა ვითარ აგელდა ... ქარიშხალივით დაგაცხრებოდა - ზღვა სიბობოქრით აგაღელვებდა , მთელი არსებით აგეკვრებოდა - მოგზიდავდა და აგაგელვებდა ... ელდისგან შემკრთალს და მოცახცახეს - ველური ჰანგით დაგატყვევებდა , მინებდებოდი ცეცხლს მოგიზგიზეს - სტიქიის ლტოლვა აგაცეცხლებდა ... ხომ გეუბნები მასულელებ თქვა - მე არ მივყვები ო ამ არჩევანს , ო საშინლად მძულს ვერძის მსგავსი წვა - ო ეს ველური ცეცხლი დაცხრება ... ნამდვილი მე ტრფობს იისფერ ღრუბლებს - წვავს სიფაქიზის მუსიკა შორი : და მაგა სათუთ ვარდისფერ ტუჩებს - სურს მიაწეროს ნაზი ამბორი ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი