მი ნაზ მილედის


სპეტაკი განცდით ვინთებ მილორდი,
იხსნება ზეცის ძოწის ფარდები,
ნატიფი გულის მი ნაზ მილედის
მინდა წითელი გიძღვნა ვარდები...

ვეთაყვანები ეხლა ზმანებას
და მხატვარი ვარ ნაზი ოცნების,
ამ ლექსში ყვავის ცეცხლოვანება
და წითელ ფერის მწველი კოცნები...

ცვივა მა მზიურ თვალებს ბრილიანტთ
ალები წითლად მოკამკამენი,
უნაზეს სულის მისის ელეგანტს
საცეკვაოდ გიწვთ მზეკავალერი...

გიხდება კაბა ყაყაჩოსფერი,
მსურს ხელში თრთოდნენ შენი თითები,
ალუბალ ბაგეთ ეშხი მიმღერის,
ქრიან ცეცხლოვან ტანგოს რითმები...

გიმღერ ამური მი ქნარზე ბედის -
ცეცხლის ალერსით დამწვარი გეტრფით,
მიზეზს ნატანჯი გულის მიბნედის
ერთი სული მაქ მა ტუჩთ როს ვეტყვი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი